"მალე ზუ­რას და­ბა­დე­ბის დღე მო­დის და შვილ­თან წა­ვი­და...დი­ა­ლეზ­ზე იყო" - რას ამბობს დედამთილის გარდაცვალებაზე ნინო ჟვანია?
"მალე ზუ­რას და­ბა­დე­ბის დღე მო­დის და შვილ­თან წა­ვი­და...დი­ა­ლეზ­ზე იყო" - რას ამბობს დედამთილის გარდაცვალებაზე ნინო ჟვანია?
ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დედა გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც AMBEBI.GE-ს ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას მე­უღ­ლემ, ნინო ქა­და­გი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რემა ჟვა­ნი­ას თირკმლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და დღეს დი­ლით კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

"ქალ­ბა­ტონ რე­მას თირკმლის პრობ­ლე­მა ჰქონ­და ბოლო 17 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, დი­ა­ლეზ­ზე იყო. გუ­შინ კლი­ნი­კა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ და ამ დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. მალე ზუ­რას და­ბა­დე­ბის დღე მო­დის, 9 დე­კემ­ბერს და შვილ­თან წა­ვი­და (ტი­რის)..." - გა­ნა­ცხა­და ნინო ჟვა­ნი­ამ.


ცნო­ბის­თვის, ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ჟვა­ნია 2005 წლის 3 თე­ბერ­ვალს და­ი­ღუ­პა. მას სამი შვი­ლი
დარ­ჩა - ლიზა, ბუსა და ანჩო. რაც შე­ე­ხე­ბა რემა ჟვა­ნი­ას, შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მუდ­მი­ვად გა­მო­დი­ო­და ტე­ლე­ე­თე­რე­ბით და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხოვ­და. იხილეთ სრულად
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები