"მალე ზუ­რას და­ბა­დე­ბის დღე მო­დის და შვილ­თან წა­ვი­და...დი­ა­ლეზ­ზე იყო" - რას ამბობს დედამთილის გარდაცვალებაზე ნინო ჟვანია? - კვირის პალიტრა

"მალე ზუ­რას და­ბა­დე­ბის დღე მო­დის და შვილ­თან წა­ვი­და...დი­ა­ლეზ­ზე იყო" - რას ამბობს დედამთილის გარდაცვალებაზე ნინო ჟვანია?

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დედა გარდაიცვალა. როგორც AMBEBI.GE-ს ზურაბ ჟვანიას მეუღლემ, ნინო ქადაგიძემ განუცხადა, რემა ჟვანიას თირკმლის პრობლემები ჰქონდა და დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

"ქალბატონ რემას თირკმლის პრობლემა ჰქონდა ბოლო 17 წლის განმავლობაში, დიალეზზე იყო. გუშინ კლინიკაში გადავიყვანეთ და ამ დილით გარდაიცვალა. მალე ზურას დაბადების დღე მოდის, 9 დეკემბერს და შვილთან წავიდა (ტირის)..." - განაცხადა ნინო ჟვანიამ.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. მას სამი შვილი დარჩა - ლიზა, ბუსა და ანჩო. რაც შეეხება რემა ჟვანიას, შვილის გარდაცვალების შემდეგ მუდმივად გამოდიოდა ტელეეთერებით და დამნაშავეების დასჯას ითხოვდა. იხილეთ სრულად