კორონავირუსით ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა
კორონავირუსით ბერ-დიაკონი კირიონი გარდაიცვალა
კო­რო­ნა­ვირუ­სით ბერ-დი­ა­კო­ნი კი­რი­ო­ნი (ადე­იშ­ვი­ლი) გარ­და­იც­ვა­ლა. "ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას კო­რო­ნა­ვირუ­სი 28 ნო­ემ­ბერს და­უ­დას­ტურ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ის სახ­ლში მკურ­ნა­ლობ­და, თუმ­ცა შემ­დეგ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხა, თუმ­ცა სას­წრა­ფო გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე ვერ მი­ვი­და.

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, ამის შემ­დეგ სა­სუ­ლი­ე­რო პირი კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­ში" თა­ვი­სი ფე­ხით მი­ვი­და. თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ა­ხერ­ხეს.

ბერ-დი­ა­კო­ნი კი­რი­ო­ნი 47 წლის იყო. მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია გუშინ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე "სა­პატ­რი­არ­ქოს უწყე­ბა­ნი" გა­მოქ­ვეყ­ნდა:

"გუ­შინ, 2020 წლის 3 დე­კემ­ბერს, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით
გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ით (COVID-19) გარ­და­იც­ვა­ლა ბერ-დი­ა­კო­ნი კი­რი­ო­ნი (ადე­იშ­ვი­ლი). მამა კი­რი­ო­ნი დას­ვე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ელი­ას მთა­ზე მდე­ბა­რე წმინ­და საბა გან­წმენ­დი­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში, 2020 წლის 5 დე­კემ­ბერს, 14 სა­ათ­ზე კი იგი და­იკ­რძა­ლე­ბა ამა­ვე ტაძ­რის ეზო­ში.

მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ ბერ-დი­ა­კონ კი­რი­ო­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და თა­ნა­ვუგ­რძნობთ გან­სვე­ნე­ბუ­ლის ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და საძ­მოს. უფალ­მა
სა­ვა­ნე­სა მარ­თალ­თა­სა და­ა­წე­სოს მისი უკ­ვდა­ვი სული. გთხოვთ, ლოც­ვებ­ში მო­იხ­სე­ნი­ოთ ახ­ლად შეს­ვე­ნე­ბუ­ლი ბერ-დი­ა­კო­ნი კი­რი­ო­ნი" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები