როგორი ამინდი იქნება საქართველოში 6-7 დეკემბერს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 6-7 დეკემბერს

6-7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.