ვარცხნილობა და მაკიაჟი - კვირის პალიტრა

ვარცხნილობა და მაკიაჟი

"1970-იანები დაბრუნდა" - ამ სათაურით ეხმაურება მოდური გამოცემები 2021 წლის ვარცხნილობებს. მათ, ვისაც ცვლილებები არ აშინებთ, 2021 წლის ტრენდული ვარცხნილობების რამდენიმე ვერსიას გთავაზობთ.

"მალეტი" - დევიდ ბოუენის 80-იანი წლების საკულტო ვარცხნილობის გაცოცხლებული ვერსია; შუბლზე ხვეულად ჩამოშლილი თმა - 70-იანი წლების ჰიტი; "შეგი" - იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც თხელი თმა აქვს, ამგვარი ვარცხნილობა თმას მოცულობას აძლევს; "ბობი" - მოკლე ვარცხნილობებს შორის ძალიან პოპულარულია.

მოდაში იქნება წითური თმა, ქერა ტონალობები წელსაც აქტუალურია, თუმცა მოდის სახლები ქალბატონებს ურჩევენ, სტილისტთან ვიზიტისას თმის ფერთან ერთად 1970-იანი წლების ნებისმიერი ვარცხნილობა შეარჩიონ.

მოდაში მსუბუქი მაკიაჟი იქნება - მინიმალიზმი და მოვლილი სახე. 2021 წლის მაკიაჟი მორგებულია პირბადის ტარებას, ამიტომაც ვიზაჟისტები უწევენ რეკომენდაციას მოვლილ სახეს, რომელიც არ იქნება შეფერილობებით გადატვირთული. უფრო გამოიკვეთება თვალები და წელს, როგორც არასდროს, აქტუალური იქნება მათი შეღებვა 1970-იანი წლების ბრიტანელი სუპერმოდელის, ტვიგის სტილით. გრძელი და მოვლილი წამწამები განსაკუთრებულ ელფერს შეგძენთ.