"უსაქმური" და "ინტრიგანი" მიწოდა" - პრეზიდენტის ძმა შალვა ნათელაშვილის ბრალდებას პასუხობს - კვირის პალიტრა

"უსაქმური" და "ინტრიგანი" მიწოდა" - პრეზიდენტის ძმა შალვა ნათელაშვილის ბრალდებას პასუხობს

პრეზიდენტის ძმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, შალვა ნათელაშვილს პასუხობს:

"ბატონი ნათელაშვილი პრეზიდენტს ადანაშაულებს იმაში, რომ მან შემოდგომაზე დანიშნა სპეციალური ფრენა, რომლისთვისაც ხარჯები გამოყო სახელმწიფომ, მისი ძმისა და მისი სტუმრების პარიზიდან ჩამოსაყვანად, დაბადების დღესთან დაკავაშირებით. ტყუილი მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და შეურაცხყოფაც მომაყენა, კერძოდ კი "უსაქმური" და "ინტრიგანი" მიწოდა.

პრეზიდენტის დაბადების დღე მარტშია, ფრენა კი რეგულარული, გადახდილი ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ. "უსაქმური" - ექიმია და ხელმძღვანელობს 35 წლის წინ შექმნილ კომპანიას, "ინტრიგანი" ნებაყოფლობით ზრუნავს საფრანგეთში საქართველოს ასოციაციაზე, რომლის დირექტორთა საბჭოს წევრი უკვე 50 ხოლო პრეზიდენტი 14 წელია.

ტყუილი და შეურაცხყოფა შეიძლება სიცილს იწვევს, რომ არა ბატონი ნათელაშვილის და მისი მეგობრების გამოხატვის ჩვეული მანერა, რომელიც მხოლოდ მათი სიტყვების პოლიტიკურ სიცარიელეს ასახავს" - წერს სოციალურ ქსელში ოთარ ზურაბიშვილი.