"ცოტნესნაირი ბავშვი არც მინახავს და არც მეგულება"- რას ამბობს ქართველ ვუნდერკინდ ბიჭუნასთან შეხვედრის შემდებ მაესტრო დანიელ ბარენბოიმი? - კვირის პალიტრა

"ცოტნესნაირი ბავშვი არც მინახავს და არც მეგულება"- რას ამბობს ქართველ ვუნდერკინდ ბიჭუნასთან შეხვედრის შემდებ მაესტრო დანიელ ბარენბოიმი?

მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილმა  სოციალურ ქსელში  ქართველი ბიჭუნას, ცოტნე ზედგინიძის მორიგი წარმატების შესახებ დაწერა. ანიტას ინფორმაციით,  კომპოზიტორი და პიანისტი, მაესტრო დანიელ ბარენბოიმს შეხვდა.

"ამ წუთას შევიტყვე, რომ ჩვენი საოცრება ბავშვი, ცოტნე ზედგინიძე არის მაესტრო დანიელ ბარენბოიმთან და მაესტრო არის გაოცებული და გაგიჟებული ამ ბავშვის გენიით! ამაზე მეტად არაფერი გამახარებდა ამ 2020 წელს! მადლობა მაესტრო ბარენბოიმს და რაც მთავარია, მადლობა მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს და ჩვენს საოცარ ლიზა ბათიაშვილს იმისთვის, რომ ყოველთვის ზრუნავენ ნიჭიერ ადამიანებზე!“

დანიელ ბარენბოიმი მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი და დირიჟორია, რომელიც ბერლინის სახელმწიფო ოპერის გენერალური მუსიკალური დირექტორი გახლავთ.

მოგვიანებით, შეხვედრის დეტალებზე უფრო ვრცლად ისაუბრა თავის პოსტში, ახალი თაობის ერთერთმა საუკეთესო მუსიკოსმა, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილმა.

"5 წლის იყო, როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა ცოტნეს დედა" - რას ჰყვება ვირტუოზი ბიჭუნას ბებია?

"2020 წლის ფრაზა ... "მე ცოტნესნაირი ბავშვი არც მინახავს და არც მეგულება, ყველაფერს გავაკეთებ და მისთვის ყოველთვის მისაწვდომი ვიქნები თუ რამეში შემიძლია დავეხმარო” - თქვა დანიელ ბარენბოიმმა, რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც მან ცოტნე პირველად მოისმინა.

2020 წელი თითქმის დასრულდა და მიუხედავად ყველა სირთულეების და დანაკარგებისა, ამ წელიწადმა სურპრიზები და მოულოდნელი გამოწვევები გაგვიჩინა. ამ უჩვეულო და რთულ წელს ვაცილებთ მზის სხივით, რომელმაც ბერვრი ადამიანი ერთად შეკრა იმისთვის რომ 11 წლის უნიკალური ბიჭის პირველი ვიზიტი ბერლინში შემდგარიყო.

ცოტნეს გამომგზავრება, თან ესეთ რთულ პერიოდში სულ არ იყო მარტივი,რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ამ ბედნიერი წუთების განცდა ცოტნეს აქ ყოფნის დროს იყო სიცოცხლის და ნიჭის ზეიმი, რისთვისაც

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში:

დათო საყვარელიძეს და მთელი წინანდლის ფესტივლის გუნდს!

ცოტნეს ოჯახს, ბულეზ აკადემიის ადმინისტრაციას, მაესტრო ბარენბოიმსმაესტრო იორგ ვიდმანს და ნიკოლოზ რაჭველს, რომელმაც ცოტნეზე შარშან პირველად მომიყვა და ეს საოცარი ბავშვი გამაცნო...

ეს იყო ბედნიერება, ამკადრების ცოცხლად ნახვა, როცა პატარა ცოტნე დიდ დანიელს და იორგს ისე ესაუბრება, თითქოს უკვე დიდი ხნის ტოლი მეგობრები და კოლეგები იყვენენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ.

მე ვუსურვებ ამ ბიჭს მშვიდობიან, თავისუფალ, კრეატიულ იმპულსებით სავსე წელს, ახალ გამოწვევებს და გაწონასწორებულ ზრდას. ეს სინათლის სხივი საქართველოს ელჩი არის და იქნება!"- წერს ხელოვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

წყარო