"კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ" - რატომ დაქორწინდა საიდუმლოდ ანა დოლიძე
"კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ" - რატომ დაქორწინდა საიდუმლოდ ანა დოლიძე
"ჩემი მეუღლე ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანი. მაშინ მარგველაშვილთან ვმუშაობდი"

გასულ წელს უმრავლესობა ნეგატიურად აფასებს, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ანა დოლიძეზე. მის ცხოვრებაში ამ წელს ბევრი საინტერესო რამ მოხდა, მთავარი კი ისაა, რომ ის მეორედ გახდება დედა. საახალწლო თემებზე სასაუბროდ ჩვენს რუბრიკაში სხვანაირ ანა დოლიძეს გაგაცნობთ.

- როგორ შეხვდით ახალ წელს?
- რეკომენდაციებისა და ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით. ვერიდები ხალხთან ურთიერთობას. თან გვერდით მყავს დედა, ასაკოვანი ხალხი, ამიტომ ახალ წელს შევხვდით მე, მეუღლე,
ანდრო, დედაჩემი და ჩემი და. ახალ წელს ღამისთევას მიჩვეული არ ვარ, სიმბოლურად ვხვდები ხოლმე 12 საათს.

- მიხარია, რომ 2020 თქვენთვის განსაკუთრებული წელი იყო...
- მართლაც, ბევრი რამ მოხ
და ამ წელს. ურთულესი წელი იყო ემოციურად, ეკონომიკურად, თუმცა ჩემთვის საინტერესო იყო იმიტომ, რომ პირველად ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია და ეს იყო უსერიოზულესი გამოცდილება. თანაც სწორედ გასულ წელს ვიქორწინე.

- ეს ამბავი არ ვიცოდით...
- არავინ იცის, საიდუმლოდ ვინახავდით. "კორონას" პირველსა და მეორე ტალღებს შორის მოვასწარით და ჯვარი დავიწერეთ. ჩემი მეუღლე პროფესიით ფინანსისტია. აპოლიტიკურია - ეს არის მთავარი. ფეხმძიმობა რომ დამიდასტურდა, ძალიან გამიხარდა. არ ვარ პატარა ასაკის და უფრო მეტი საზრუნავი მაქვს, ვიდრე ანდროს დაბადებისას მქონდა. ჯანმრთელობის კონტროლი, შაქრის კონტროლი, წყლის კონტროლი - ყველაფერი საზრუნავია. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ამ პირობებში საარჩევნო კამპანია ჩავატარე და ხალხს ვხვდებოდი. კი ვუფრთხილდებოდი თავს, მაგრამ ღმერთმაც დამიფარა. თებერვლის ბოლოდან ველოდებით პატარას.

- გოგონას ელოდიებით თუ ბიჭს?
- არ ვიცით, სიურპრიზად ვინახავთ. ანდრო ფიქრობს, რომ ძმა კარგია, იმიტომ, რომ მასთან ბევრს ითამაშებს. იმასაც არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ბიჭი მისი ნივთებით დაინტერესდეს, ამიტომ იქნებ გოგოს ძმობა უფრო ადვილი იყოსო - ასე მსჯელობს.

- ახლა რამდენი წლისაა ანდრო?
- 13-ის. კორონამ ძალიან დაგვაზარალა და, მგონი, ბავშვები - ყველაზე მეტად. მეგობრები არ უნახავს, ხუთი თვეა, მაგრამ ყოჩაღადაა.

- ქორწინებას დავუბრუნდები - როგორ აღნიშნეთ?
- დიდი აღნიშვნა გვინდოდა, მაგრამ რომ მივხვდით, ზაფხულში ყველაფრის აღდგენას პირი არ უჩანდა, გადავწყვიტეთ, ჯვარი დაგვეწერა.

- თქვენი სიყვარულის ისტორია როგორ დაიწყო?
- ჩემი მეუღლე ერთ-ერთ მიღებაზე გავიცანი. მაშინ მარგველაშვილთან ვმუშაობდი. მას მერე რაღაც პერიოდი გავიდა და დავიწყეთ შეხვედრა. ჯერ ყავაზე დამპატიჟა, მერე ისე განვითარდა მოვლენები, რომ ყველაფერი ქორწინებით დასრულდა.

- აღნიშნავს ხოლმე, რომ ამა თუ იმ გამოსვლაში ასეთი და ასეთი იყავით და იქნებ ჯობდა...
- არა. ჩემს გადაცემებს არ უყურებს არც გიორგი - ასე ჰქვია ჩემს მეუღლეს და არც ანდრო - ჩემი შვილი. ჩემი მთავარი მიმომხილველი და კრიტიკოსი დედაჩემია.

- წინასაახალწლო სამზადისი მოგწონთ, თუ სამზარეულოში თქვენი ადგილი არ არის?
- არა, პირიქით, ძალიან მიყვარს, ოღონდ ყოველ წელს მეშინია, წონა არ მოვიმატო. ვერიდები ჩურჩხელას, გოზინაყს, საცივს. წელს საცივი დედაჩემმა მოგვიმზადა. მე ხაჭაპური გამოვაცხვე და სალათები მოვამზადე.

ყველას ვულოცავ 2021 წლის შემობრძანებას, ვუსურვებ დასვენებას, სიმშვიდეს, რაც მთავარია - ჯანმრთელობას და ყველა უარყოფითი მოვლენის 2020-ისთვის გატანებას.

მკითხველის კომენტარი (20)
მარინა
31 იანვარი 2021 10:49
ბედნიერ წელს გისურვებთ, პირადშიც და კარიერაშიც. თქვენ იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს.
ელენე
22 იანვარი 2021 03:22
ძალიან მომწონს ანა და მიხარია მისი ყოველი წარმატებული ნაბიჯი. ბედნიერებას და წინსვლას ვუსურვებ მას!!! აღარაფერს ვამბობ მის გონიერებასა და სილამაზეზე.
დავითი
16 იანვარი 2021 17:09
ქალბატონო ანნა , ალბათ 2020 წ. თქვენთვის უფრო მეტად იმ გარეოებით უნდა ყოფილიყო საინტერესო და სასიხარულო რომ, თქვენ გაბედნიერდით ამ წელს , არა იმით რომ, საარჩევნო კამპანია ჩაატარეთ პირველად .... თუმცა ვერც საარჩევნო კამპანიას შეხვდებოდი ადამიანი მეორე-ხარისხოვნად , მაგრამ უპირატეს მაინც სიყვარულია , თუ ასეთ მოვლენას საერთოდ აქვს ჩვენს ცხოვრებაში ადგილი .
მარი
05 იანვარი 2021 19:09
მომწონს ანა და ძალიან მიხარია მისი ბედნიერება
თინა
05 იანვარი 2021 09:17
გილოცავ! გამიხარდა წარმატებებს გისურვებ.უფალმა დაგლოცოს.
ddd
05 იანვარი 2021 08:20
გათხოვებასაც ბიძინას უნდა უმადლოდეს, პრეზიდენტად სხვა რომ დაენიშნა დარჩებოდა ქმრის გარეშე.
ვ. ტ.
05 იანვარი 2021 01:07
მეც მიყვარდა ანა!❤️❤️❤️
ნათია,
05 იანვარი 2021 00:37
ყველა სასურველი ნატვრა აგსრულებოდეს. სულ ბედნიერი და წარმატებული იყავი, დღეს დღეისობით ყველაზე ლამაზო და ყველაზე განათლებულო ქალო , ძალიან გვიყვარხარ, ღმერთმა გაბედნიეროს.
დავით ბენაშვილი
04 იანვარი 2021 22:43
ერთ ერთი საუკეთესო პოლიტიკოსი და ფიგურა , წარმატებები პირადში და პოლიტიკაში
ქართველი
04 იანვარი 2021 21:27
მშვენიერო და ჭკვიანო!------ ბედნიერი ყოფილიყავი. წარმატებული და გამარჯვებული ყველა საქმეში.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები