"მი­შოს და გი­ორ­გის სა­უ­კე­თე­სო ძმო­ბა ჰქონ­დათ, ეს არ იყო განზრახ მკვლელობა" - რას ჰყვება ახლობელი თბილისში მომხდარ შემზარავ ტრაგედიაზე - კვირის პალიტრა

"მი­შოს და გი­ორ­გის სა­უ­კე­თე­სო ძმო­ბა ჰქონ­დათ, ეს არ იყო განზრახ მკვლელობა" - რას ჰყვება ახლობელი თბილისში მომხდარ შემზარავ ტრაგედიაზე

19 წლის ფეხბურთელის მიშო ახლოურის მკვლელობის დეტალებს სამართალდამცავები ამ დრომდე არკვევენ. ტრაგედია 5 იანვრის ღამეს, ქეთევან წამებულის გამზირზე მოხდა. იმ დროს ძმები ახლოურები სახლში მარტო იყვნენ, როცა 21 წლის გიორგი ახლოურმა ძმა - 19 წლის მიშო, ახლობლების თქმით, შემთხვევით მოკლა. ოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზად ურთიერთშელაპარაკება სახელდება, თუმცა მოკლული ბიჭის ახლობელი ambebi.ge-სთან ამბობს, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა და გიორგი ახლოურს ძმის მოკვლა არ სურდა.

"ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა. საუკეთესო ძმობა ჰქონდათ მიშოს და გიორგის. კარგი, წარმატებული ახალგაზრდები იყვნენ ორივე. მიშო ფეხბურთელი იყო, გიორგი მასზე უფროსია, ისიც სპორტს მისდევს - კიკ-ბოქსიორია. გიორგი გერმანიაში ცხოვრობდა და მუშაობდა, წარმატებული კარიერა ჰქონდა, იქ ერთ-ერთ შეჯიბრზე გაიმარჯვა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ საბუთი არ მისცეს და გამოუშვეს საქართველოში.

ძალიან კარგი მშობლები ჰყავთ, 5 დედმამიშვილი იყვნენ, ყველაზე პატარა 4 წლის არის. ოჯახმა ბინა გაყიდა და საფრანგეთში წავიდნენ, რომ იქ ემუშავათ, შარშან დაბრუნდნენ, ამიტომ ახლა, სამწუხაროდ, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ.

მომხდარზე მხოლოდ ის მითხრეს, რომ გიორგიმ თურმე დანა ძაღლს ესროლა, მიშო კი მოულოდნელად გადაეფარა ძაღლს... რაც შეეხება ტელევიზიებს, ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ თითქოს მიშოს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ძმამ, ეს ტყუილია, ზუსტად ვიცი, ბიჭს მარტო ერთი ჭრილობა აქვს, მეტის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია. მერწმუნეთ, გიორგის რომ განზრახული ჰქონოდა რაიმე, დანას არ იხმარდა, მტერს მოხვდა იმის დარტყმული მუშტი, კიკბოქსიორია. გააგრძელეთ კითხვა