"ტექნიკური ხარვეზი იყო, საშობაო ეპისტოლე იბეჭდება და მალე გამოქვეყნდება" - კვირის პალიტრა

"ტექნიკური ხარვეზი იყო, საშობაო ეპისტოლე იბეჭდება და მალე გამოქვეყნდება"

არქიმანდრიტ გიორგი გურჩიანის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი იყო, საშობაო ეპისტოლე იბეჭდება და მალე გამოქვეყნდება. მან საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნების დაგვიანების მიზეზი ტექნიკური ხარვეზით ახსნა.

ამასთან, არქიმანდრიტმა უპასუხა კითხვას, დაცული იყო თუ არა საშობაოდ ტაძრებში პანდემიასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები.

"ეკლესია ზრუნავს სულის ცხონებაზე და ხელისუფლება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე",- აღნიშნა არქიმანდრიტმა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად ეკლესია არის დაინტერესებული იმით, რომ ერი სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი იყოს.

"ჩვენ ვიცავთ ყველაფერს შეძლებისდაგვარად. ყველაზე მეტად ეკლესია არის დაინტერესებული იმით, რომ ჯანმრთელი იყოს ერი სულიერად და ფიზიკურადაც",- განაცხადა არქიმანდრიტმა გიორგი გურჩიანმა.

"ინტერპრესნიუსი"