ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა

ვანის და ბაღდათის მიტროპოლიტს, მეუფე ანტონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის ექიმმა, ცისანა შარტავამ განუცხადა.

ცისანა შარტავას ინფორმაციით, მეუფე ანტონს პატრიარქთან შეხება არ ჰქონია.

"იყო პნევმონია, საშუალო მიმდინარეობის მეუფესთან. 3 თუ 4 იანვარს დაუდასტურდა", - აცხადებს ცისანა შარტავა.

"ინტერპრესნიუსი"