"სა­საფ­ლა­ო­ზე რო­გორ უნდა მო­ი­პა­რო და წა­ი­ღო სახ­ლში?" - ქუ­თა­ის­ში, საფ­ლა­ვი­დან, სა­დაც სამი ძმაა დაკ­რძა­ლუ­ლი, ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბი მო­ი­პა­რეს - კვირის პალიტრა

"სა­საფ­ლა­ო­ზე რო­გორ უნდა მო­ი­პა­რო და წა­ი­ღო სახ­ლში?" - ქუ­თა­ის­ში, საფ­ლა­ვი­დან, სა­დაც სამი ძმაა დაკ­რძა­ლუ­ლი, ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბი მო­ი­პა­რეს

ქუთაისში, საფლავიდან, სადაც სამი ძმაა დაკრძალული, ნაძვის ხის სათამაშოები მოიპარეს. ინფორმაციას გარდაცვლილების დედა მაკა კოხრეიძე "ფეისბუქზე" აქვეყნებს.

"არა ადამიანებო!!! !უსინდისოებოოო!!! ნამუს გარეცხილებოოო!!!! ჯერ სასაფლაოზე როგორ უნდა მოიპარო და წაიღო სახლში? არა გაქ? ვერ უყიდე შენს შვილებს? მერე ჩემა შვილებმა რა ქნან? რა, ჩემმა ბიჭებმა წაგართვათ რაიმე? უნდა შენს შვილებს? ჩემს შვილებსაც უნდოდათ სუნთქვა, მაგრამ მიწა ჭამთ...

შენი შვილები ხომ სუნთქავენ, ჭამენ? ხოდა ჩემს შვილებს დაუყენე მისი! დამპალო მძოროო, ვინც ხარ უფალს ვთხოვ ამ შობა ღამეს ისეთივე შობა ახალი წელი გაგითენდეს, როგორც ჩემს გაყინულ შვილებს!!!! არ გაქ? გინდა ?

ასწიე ტრაკი და წაეთრიე იმუშავე! არაა სამუშაო? წაეთრიე სადაცაა იქ, მე რას დავეძებ შე მძოროოოო !!! გააზიარეთ ეს გთხოვთ იქნებ ვინმემ მიაწვდინოს ხმა დამპალ ქურდს სასაფლაოს ქურდს მე ჩემი არ მყოფნის? ვითომ, რაღაცას ვაკეთებ შვილების საფლავს ვალამაზებ, შენ ვინ გდიხარ, რომ პარავ და ვის ამათ? ყოველ დღე დადიან სასაფლაოზე ჩემი შვილები. გუშინ ყველაფერი იყო, დღეს მოვიდა და რომ შეგისწროს ნაგაო, ხომ მიგაკლავს ხომ მიღუპავ შვილს" - წერს კოხრეიძე.

წყარო