"არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხოს ნინო ანანიაშვილმა ერთდროულად ორი დასის ხელმძღვანელობა" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხოს ნინო ანანიაშვილმა ერთდროულად ორი დასის ხელმძღვანელობა"

"მართლა არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხოს ნინო ანანიაშვილმა (ან ნებისმიერმა სხვამ) ერთდროულად ნოვოსიბირსკისა და თბილისის საბალეტო დასების ხელმძღვანელობა", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კულტურის სფეროს წარმომადგენელმა, მწერალმა დათო ტურაშვილმა განუცხადა.

"როგორი კარგი ნახტომიც არ უნდა გქონდეს წარსულში, მაინც ძალიან ძნელია, რომ ასეთ დისტანციაზე მართო ორი თანამედროვე თეატრი", - აღნიშნა ტურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ბალეტს უხელმძღვანელებს. პარალელურად ის თბილისის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე რჩება.

"ინტერპრესნიუსი"