რას ჰყვება ნუგზარ კვაშალი კორონავირუსით ინფიცირებულ თემურ წიკლაურზე, რომლის მდგომარეობაც მძიმეა - კვირის პალიტრა

რას ჰყვება ნუგზარ კვაშალი კორონავირუსით ინფიცირებულ თემურ წიკლაურზე, რომლის მდგომარეობაც მძიმეა

ყველასთვის საყვარელი მომღერალი თემურ წიკლაური ორ კვირაზე მეტია, რაც კოვიდინფექციას ებრძვის. ის გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული - ამ ინფორმაციას მისი მეგობარი, მომღერალი ნუგზარ კვაშალი გვაწვდის.

"თემური, როგორც ბევრი ადამიანი, დღეს კოვიდინფიცირებულია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება. ქართველ ხალხს ის ძალიან უყვარს და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ხალხის ენერგია გაერთიანდება და მოიმართება იქითკენ, რომ ლოცვებით, კეთილი სურვილებით გააძლიერებენ თემურს. საბოლოოდ კი ყველაფერი ისე უნდა დამთავრდეს, როგორც საჭიროა - მალე გამოჯანმრთელდეს. აი, ეს არის ახლა საჭირო.

საერთოდ კი, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ერთმანეთის მოფერებით, პატივისცემით, ლოცვებით თუ დავეხმარებით, გადავარჩენთ ერთმანეთს კოვიდისგან თუ სხვა რომელიმე დაავადებისგან," - აღნიშნავს კვაშალი.

მისი თქმით, მეგობრის მდგომარეობასთან დაკავშირებით სატელეფონო კომუნიკაცია მხოლოდ მის მკურნალ ექიმებთან აქვს, რომელთა თქმით, სიტუაცია ამ ეტაპისთვის სტაბილურია. გაგრძელება