"ორივე მეუფე თავს მხნედ გრძნობს - მეუფე იობი გაეწერა, მეუფე იაკობის მდგომარეობა სტაბილურია" - კვირის პალიტრა

"ორივე მეუფე თავს მხნედ გრძნობს - მეუფე იობი გაეწერა, მეუფე იაკობის მდგომარეობა სტაბილურია"

მეუფე იაკობის მდგომარეობა სტაბილურია, გამოჯანმრთელების პირასაა და ხვალ დატოვებს კლინიკას

ლევან რატიანი - მეუფე იაკობის მდგომარეობა სტაბილურია, გამოჯანმრთელების პირასაა და ხვალ დატოვებს კლინიკას

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, კლინიკას ხვალ დატოვებს.

როგორც ლევან რატიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "დღის ნიუსრუმი" განაცხადა, კორონავირუსი დაამარცხა ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობმაც, რომელიც თავს მხნედ გრძნობს.

"ორივე მეუფე თავს მხნედ გრძნობს. მეუფე იობი გაეწერა. გუშინ მასთან ერთად ვიყავი წირვაზე, მხნედ ჩაატარა. ჩათვალეთ, რომ კორონავირუსის დაავადება ბოლომდე დაამარცხა.

რაც შეეხება მეუფე იაკობის მდგომარეობას, სტაბილურია. ღმერთის წყალობით გამოჯანმრთელების პირასაა და ხვალ დატოვებს კლინიკას", - განაცხადა რატიანმა.

"ინტერპრესნიუსი"