ქუთაისში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც ახალი წლის ღამეს პიროტექნიკა თავში მოხვდა - კვირის პალიტრა

ქუთაისში გარდაიცვალა ქალი, რომელსაც ახალი წლის ღამეს პიროტექნიკა თავში მოხვდა

ქუთაისის კლინიკაში პაციენტი გარდაიცვალა, რომელიც ახალი წლის ღამეს, სავარაუდოდ, პიროტექნიკის მოხვედრის შედეგად დაშავდა. ქალს დაზიანება თავის არეში ჰქონდა.

დაზარალებულს ერთი კვირის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა გელათის ქუჩაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"