ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს - რა წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში - კვირის პალიტრა

ნოვოსიბირსკის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს - რა წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი იუწყება, რომ აჩერებს კონტრაქტს ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

გამოცემა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის განცხადებას ეყრდნობა.

"მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ).

თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე - დასის უპატივცემლობის უკიდურესი გამოვლინებაა.

ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე" - წერია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებსაიტზე.