რას ამბობენ საპატრიარქოში პატრიარქისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარების შესახებ - კვირის პალიტრა

რას ამბობენ საპატრიარქოში პატრიარქისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარების შესახებ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის ამ ეტაპისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

"დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლები საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირებას ჩაუტარებენ. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტესტირება საპატრიარქოს თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს პერმანენტულად უტარდებათ. რაც შეეხება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ ეტაპისთვის მისთვის ტესტის ჩატარება არ იგეგმება. მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"