"ტეტ­ჩე­რი და ენ­ციკ­ლო­პე­დია "ნაყ­ვა­რე­ბათ" - ექ­სპერტ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის ბინა გა­ქურ­დეს - კვირის პალიტრა

"ტეტ­ჩე­რი და ენ­ციკ­ლო­პე­დია "ნაყ­ვა­რე­ბათ" - ექ­სპერტ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის ბინა გა­ქურ­დეს

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის ბინა გაქურდეს. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა და ბინაში არსებული ვითარების ამსახველი ვიდეოც დაურთო.

"წელი "ეგზოტიკური" გამოწვევით დაიწყო: საინტერესოა რას ეძებდნენ და რა დამიტოვეს. კუპიურები სათამაშოა..." - წერს ის. მოგვიანებით კი ექსპერტმა დაამატა, რომ წაღებულია წიგნები - "ტეტჩერი და ენციკლოპედია ნაყვარებათ".

კადრებში, რომელსაც ლაგაზიძე საკუთარი ბინიდან ავრცელებს, ჩანს, რომ ქურდებმა თითქმის ყველა ოთახში, მათ შორის ექსპერტის მცირეწლოვანი ქალიშვილის საძინებელში დატოვეს კვალი - გადმოყრილია ნივთები, აქსესუარები, ტექნიკა. ბინაში უკვე ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.

"ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე: გავიცანი უსაყვარელსი, უჭკვიანესი, უგონიერესი ძაღლი - ქრისტინა - რომელიც საოცარი მონდომებით ცდილობდა კვალის აღებას და თავის გონიერ თვალებს არ გაშორებდა და ჩემს გოგოს დეტექტივის ნიჭი აღმოაჩნდა: დედა, თუ რაიმე დოკუმენტი უნდოდათ, სურათებს გადაუღებდნენ და საბუთებს დატოვებდნენო მეუბნება და ათას ვერსიებს თხზავს" - წერს ლაგაზიძე.