"ამჟამად, მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა, თავს სუს­ტად გრძნობ­და, თუმ­ცა სუ­ლი­ე­რი სიმ­ტკი­ცე არა­სო­დეს და­უ­კარ­გავს" - კვირის პალიტრა

"ამჟამად, მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა, თავს სუს­ტად გრძნობ­და, თუმ­ცა სუ­ლი­ე­რი სიმ­ტკი­ცე არა­სო­დეს და­უ­კარ­გავს"

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სახალხო არტისტი თემურ წიკლაური გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსს ებრძვის. თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ მომღერლის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა როგორც ოჯახის წევრები, ასევე საავადმყოფოს ადმინისტრაცია ვრცელი კომენტარისგან თავს იკავებდნენ.

გუშინ ღამით რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ფეიკ-ნიუსი, რომ თემურ წიკლაური გარდაიცვალა. საბედნიეროდ, ოჯახმა მალე გააკეთა განცხადება, რომ მომღერლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ამ ეტაპზე მომღერლის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

AMBEBI.GE დეტალების დასაზუსტებლად ოჯახის ახლობელსა და თემურ წიკლაურის მეგობარს, მუსიკოსსა და ფოლკლორისტს გია ბაღაშვილს დაუკავშირდა:

- ბატონო გია, წიკლაურების ოჯახთან თუ გაქვთ კონტაქტი, რა მდგომარეობაშია მომღერალი ახლა?

- ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და მუდმივად კავშირზე ვართ ერთმანეთთან. ამასთან, დღეში რამდენჯერმე ვიღებთ ინფორმაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან, სადაც ექიმების ძალზე კვალიფიციური გუნდი ყველაფერს აკეთებს თემურ წიკლაურის გამოსაჯანმრთელებლად. ამჟამად, თემური რეანიმაციულ განყოფილებაშია მართვით სუნთქვაზე და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება. ბოლოს როდესაც ვესაუბრე, პალატაში იმყოფებოდა და თავს სუსტად გრძნობდა, თუმცა სულიერი სიმტკიცე არასოდეს დაუკარგავს.

მთელი ჩვენი ფიქრები და განცდები ახლა მიმართულია თემურისკენ. ყველაზე მნიშვნელოვანია ახლა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

- ბატონო გია, როგორი იყო თქვენი რეაქცია როდესაც წაიკითხეთ ყალბი ინფორმაცია ბატონი თემურის გარდაცვალების შესახებ?

- როგორი რეაქცია უნდა მქონოდა?! საშინელი! ყოვლად უპასუხისმგებლო და ამაზრზენი საქციელია ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება! გააგრძელეთ კითხვა