"დავით ხახალეიშვილი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ სპორტს" - კვირის პალიტრა

"დავით ხახალეიშვილი ათწლეულების განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ სპორტს"

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონის, ევროპის სამგზის ჩემპიონის და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, დავით ხახალეიშვილი ათწლეულების მანძილზე ერთგულად ემსახურა ქართულ სპორტს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართული სპორტის ლეგენდის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობ მის ოჯახსა და ქართულ საზოგადოებას. მნიშვნელოვანია ბატონი დავითის წვლილი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების საქმეში. ათწლეულების მანძილზე დავით ხახალეიშვილი ერთგულად ემსახურა ქართულ სპორტს. 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე, დავით ხახალეიშვილის გამარჯვების შედეგად პირველად აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა საქართველოს დროშა. დავით ხახალეიშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება ქართული სპორტის ისტორიასა და ქართველი გულშემატკივრების მეხსიერებაში", - აცხადებს ჩხენკელი.

"ინტერპრესნიუსი"