"თავს კარგად ვგრძნობ, არანაირი შიში, თავბრუსხვევა ან გემოს დაკარგვა არ მქონია" - რას ჰყვება ქართველი გოგონა ვაქცინაზე
"თავს კარგად ვგრძნობ, არანაირი შიში, თავბრუსხვევა ან გემოს დაკარგვა არ მქონია" - რას ჰყვება ქართველი გოგონა ვაქცინაზე
ქართველმა გოგონამ, რომელიც უკვე 5 წელია გერმანიაში ცხოვრობს და კლინიკაში მუშაობს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორი დღის წინ გაიკეთა. 30 წლის ქართველი გოგონა ამბობს, რომ ერთადერთი სიმპტომი, რომელიც ვაქცინის გაკეთების შემდეგ გამოუვლინდა, თავბრუსხვევა და მკლავის არეში ტკივილი იყო. ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

"რაც ვაქცინა გავიკეთე, არანაირი ცვლილება არ შემინიშნავს, მხოლოდ გაკეთების შემდეგ მქონდა თავბრუსხვევა 10 წუთის განმავლობაში და იმ საღამოს - მკლავში ტკივილი, რომელმაც მალევე გამიარა. თავს კარგად ვგრძნობ, არანაირი შიში,
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან გემოს დაკარგვა არ მქონია. ყველას ვეუბნები, რომ ვისაც არ ეშინია, შეგიძლიათ გაიკეთოთ ვაქცინა".

www.palitravideo.ge
ნინი
12 იანვარი 2021 00:49
კარგია თუ კარგად ხარ. 2 წლის შემდეგ თუ კარგად იქნები,მეც დავფიქრდები ვაქცინაზე.ჯერ შედეგი ვნახოთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები