"ჩემს ბიზნესს არანაირი კავშირი არ აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინანსებთან" - ნეკა დოროყაშვილმა ტანსაცმლის ბრენდი დააფუძნა - კვირის პალიტრა

"ჩემს ბიზნესს არანაირი კავშირი არ აქვს ნიკოლოზ ბასილაშვილის ფინანსებთან" - ნეკა დოროყაშვილმა ტანსაცმლის ბრენდი დააფუძნა

მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა, რომლის სახელიც საზოგადოებამ ბოლო პერიოდში ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახური სკანდალის შემდეგ გაიგო, სპორტული ტანსაცმლის ბრენდი დააფუძნა. ტანსაცმლის ხაზი, რომელიც საბავშვო და ზრდასრულების სპორტულ სამოსს აწარმოებს, მოდელის სახელს ატარებს, ნეკა დოროყაშვილი კი NEKA-ს დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორია.

ბრენდის დაფუძნების შესახებ უფრო ვრცლად მოდელმა და დიზაინერმა "იმედის დღეში" ისაუბრა.

"ბავშვობიდან ვხატავდი და დიდი ხანია მინდოდა ჩემი ბრენდი შემექმნა. მაგრამ ისე მოხდა, რომ არ მქონდა ამისთვის შესაბამისი დრო, რადგან საკმაოდ შრომატევადი პროცესია. პანდემიის დროს, როგორც ყველა, ჩემი სამოდელო საქმე შენელებული ტემპით მიმდინარეობდა და შესაფერისი დრო იყო შემექმნა ჩემი კოლექცია.

ბევრი დიზაინერი, ბევრი ბრენდი ასე იწყებს - როცა რაღაც გინდა, ეძებ და არ არის, გიჩნდება სურვილი გააკეთო. საახალწლო განწყობისთვის კომფორტული, თბილი, საახალწლო თემატიკის სამოსი მინდოდა, დავიწყე მოძიება და ქართულ ბაზარზე ვერაფერი ვნახე. გავაკეთეთ 12 სხვადასხვა მოდელი, პრინტებზე კი ლიცენზია გვაქვს ნაყიდი. კოლექციის დაწყებამდე, გავედი შუამავალ კომპანიებთან, რომლებიც დაგვეხმარებიან ექსპორტზე გავიტანოთ პროდუქცია. მომავალში ვგეგმავთ ჩვენი სათავო ოფისი გადავიდეს ნიუ იორკში და იქ მოხდეს კოლექციების წარმოება, რადგან იქ არის ჩვენი შუამავალი კომპანია. გააგრძელეთ კითხვა