როდიდან გაიხსნება და რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა ბაზრობებს - ,,ლილო მოლის" განმარტება - კვირის პალიტრა

როდიდან გაიხსნება და რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა ბაზრობებს - ,,ლილო მოლის" განმარტება

როდიდან გაიხსნება და რა წესების დაცვით მოუწევთ მუშაობა ბაზრობებს - ,,ლილო მოლის" განმარტება

არსებულ რეგულაციებს, მხოლოდ თანამშრომლების სავალდებულო პერიოდული ტესტირება დაემატება - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს" ,,ლილო მოლის" გენერალურმა დირექტორმა განუცხადა.

გიორგი კვარაცხელიას თქმით, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20-20%-ის ტესტირება მოხდება.

,,ეს შეხვედრა იყო უდავოდ პოზიტიური. ვიხსნებით პირველი თებერვლიდან. არსებულ რეგულაციებს ერთადერთი ნორმა, პერიოდული ტესტირება დაემატა. ჩვენი თანამშრომლების ოც-ოცი პროცენტი გაიტესტება ორ კვირაში ერთხელ. შერჩეული იქნებიან თანამშრომლები სხვადახვა ადგილებიდან ისე, რომ სურათი დანახვა შევძლოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეპიდ-სიტუაციის კონტროლის კუთხით. სხვა ყველა რეგულაცია რჩება ძალაში ის, რომლითაც დახურვამდე ვმუშაობდით.

მუშაობის განახლების უფლება რომ არ მოგვეცემოდა 16 იანვრიდან რამდენიმე დღის წინ გავიგეთ და დღეს შედგა პირველი საქმიანი კომუნიკაცია, რომელიც გაგრძელდება", -განაცხადა გიორგი კვარაცხალიამ.

ინფორმაციისთვის, დღეს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები ბაზრობების მფლობელებს შეხვდნენ.

Bpn.ge