"მი­ნა­ხავს, რო­გორ წმენ­დდა ეზოს მუ­შებ­თან ერ­თად თოვ­ლის­გან, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნუ­რი და უშუ­ა­ლოა" - როგორ იხსენებს მანანა თოქმაჯიშვილი ივანიშვილთან შეხვედრას
"მი­ნა­ხავს, რო­გორ წმენ­დდა ეზოს მუ­შებ­თან ერ­თად თოვ­ლის­გან, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნუ­რი და უშუ­ა­ლოა" - როგორ იხსენებს მანანა თოქმაჯიშვილი ივანიშვილთან შეხვედრას
"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" უკვე ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. პარ­ტი­ამ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის ახალ კან­დი­და­ტად ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე წა­რად­გი­ნა.

ქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი, რომელიც ადრე ბიძიანა იავნიშვილის პიარში მუშაობდა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან პირ­ველ შეხ­ვედ­რას იხ­სე­ნებს:

"2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ჩემი და­ბა­დე­ბის დღე ახ­ლოვ­დე­ბო­და, რო­დე­საც მისი პირ­ვე­ლი ღია წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა. რო­გო­რი გა­რე­მო იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვფიქ­რობ, ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს - სრუ­ლი უი­მე­დო­ბის პე­რი­ო­დი.

სა­დღაც ერთ კვი­რა­ში მის ოფის­ში აღ­მოვ­ჩნდი. მახ­სოვს, თა­ვად შე­მო­ვი­და ჩვენ ოთახ­ში, გა­მეც­ნო და წარ­მა­ტე­ბე­ბი მი­სურ­ვა. მა­შინ პირ­ვე­ლად ვნა­ხე ფი­ზი­კუ­რად ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის შე­სა­ხებ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი ვი­ცო­დი, გარ­და იმი­სა, რომ მან გა­ა­ჩი­ნა იმე­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მე­ო­რე დღეს, რო­დე­საც ყა­ვის და­სა­ლე­ვად სამ­ზა­რე­უ­ლოს ვე­ძებ­დი დაბ­ნე­უ­ლი, კი­დევ უფრო და­ვი­ბე­ნი მას­თან მო­უ­ლოდ­ნე­ლი
შე­ჩე­ხე­ბით: - მა­ნა­ნა, ხომ არ და­გეხ­მა­რო? სა­ხე­ლი რომ იმ­თა­ვით­ვე და­ი­მახ­სოვ­რა, ჩემ­თვის მა­შინ ეს სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე იყო.

ყვე­ლა უხერ­ხუ­ლო­ბა უცებ მო­მიხ­სნა და ყა­ვის ჩა­მოს­ხმა­შიც მო­მეხ­მა­რა. მთა­ვა­რი წარ­მოდ­გე­ნა, რაც მას­ზე შე­მექ­მნა და ბო­ლომ­დე დამ­რჩა, არის მისი სა­ო­ცა­რი თავ­მდაბ­ლო­ბა და გულ­წრფე­ლო­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მი­ნა­ხავს, რო­გორ წმენ­დდა ეზოს მუ­შებ­თან ერ­თად თოვ­ლის­გან, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნუ­რი და უშუ­ა­ლოა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ნე­ბის­მი­ერ­თან, მი­უ­ხე­და­ვად მისი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­სა თუ მდგო­მა­რე­ო­ბის.

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, რთულ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან პე­რი­ოდ­ში გა­ვი­ცა­ნი და ვნა­ხე რო­გორ გა­ი­ა­რა ყვე­ლა ნა­ბი­ჯი სა­ო­ცა­რი სიმ­შვი­დით, თავ­და­ჯე­რე­ბით და, რაც მთა­ვა­რია, სი­მარ­თლით (ეს მა­შინ, რო­დე­საც მისი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა და სი­ცო­ცხლე ბეწ­ვზე ეკი­და).

ის არც ტი­პიუ­რი პო­ლი­ტი­კო­სია და არც ტი­პ­უ­რი ჩი­ნოვ­ნი­კი, არას­დროს გა­ურ­ბის უხერ­ხულ კი­თხვებს და პრობ­ლე­მებს. ამი­ტომ, მისი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი მე­დია სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ეს­წრე­ბო­და, გრძელ­დე­ბო­და 3-4 სა­ა­თი, ვიდ­რე ყვე­ლა კი­თხვას ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი არ გა­ე­ცე­მო­და.
მე პი­რა­დად ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, პო­ლი­ტი­კა­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რომ დას­რულ­და, რად­გან ასე­თი ძლი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში იშ­ვი­ა­თია. და­ნარ­ჩენს დრო გვიჩ­ვე­ნებს... პ.ს.შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვე­ხე­ბი მის ქველ­მოქ­მე­დე­ბას, ამა­ზე კი­დევ ბევ­რს გა­ვი­გებთ და ვნა­ხავთ ყვე­ლა ერ­თად" - წერს თოქ­მა­ჯიშ­ვი­ლი.

Nana dolia
14 იანვარი 2021 11:23
საქართველოს არ ყოლია ესეთი ქველმოქმედი როგორიც ბატონი ბიძინა
ნინა
13 იანვარი 2021 23:06
პატრიოტ2 მინდა ვკითხო, რას ემართლებით ამ კაცს, მეორე დაასახელეთ საქართველოს ისტორიაში ვინც ამდენი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, უმადურობა ან სიბნელის ან გაბოროტების ნიშანია. ქარხნებს რაც შეეხება, რომელიმე ქარხანა აამუშავა იმ ავადმყოფმა და ამან გააჩერა თუ როგორ? ამ დროში ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსა, თუ ის ჯობდა გაზის ბალონები რომ დაჰქოდათ ვითომ გაზი გაიყვანეს,მადლობის თქმაც კულტურაა.
ნნნნ
13 იანვარი 2021 16:50
ასეთი დიდი ადამიანი გვყავს და უნდა გავუფრთხილდეთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები