ნიკა გვარამიამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ალაჰს შე­ა­და­რა - აჰ­მედ იმამ­ყუ­ლი­ევი "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ბო­დი­შის მოხ­დას სთხოვს
ნიკა გვარამიამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ალაჰს შე­ა­და­რა - აჰ­მედ იმამ­ყუ­ლი­ევი "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ბო­დი­შის მოხ­დას სთხოვს
"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რი აჰ­მედ იმამ­ყუ­ლი­ვი "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ნიკა გვა­რა­მი­ას ბო­დი­შის მოხ­დას სთხოვს. იმამ­ყუ­ლი­ვი გვა­რა­მი­ას მის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო აკ­რი­ტი­კებს. სა­უ­ბა­რია "მთა­ვა­რი არ­ხის" დი­რექ­ტო­რის კო­მენ­ტარ­ზე, სა­დაც მან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ალაჰს შე­ა­და­რა.
ნიკა გავრამიას მიერ მოყ­ვა­ნი­ლი მა­გა­ლი­თი (შე­და­რე­ბა) (ხუმ­რო­ბი­თაც კი) ჩემ­თვის და ყვე­ლა მუს­ლი­მის­თვის არის მი­უ­ღე­ბე­ლი და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი! მე ვგმობ ასეთ ქმე­დე­ბას და მი­ვუ­წო­დებ ნი­კას, რომ ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­შე!" - წერს იმამ­ყუ­ლი­ე­ვი.

"მთა­ვა­რი არ­ხის" დი­რექ­ტო­რის­გან ბო­დი­შის მოხ­დას მო­ი­თხოვს ასე­ვე
"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე სა­ვა­ლან მირ­ზო­ე­ვი:

"გვა­რა­მი­ამ ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს მუ­სულ­მა­ნე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა გვა­რა­მი­აც და სხვე­ბიც ეხე­ბი­ან ეროვ­ნულ მრწამსსა და რე­ლი­გი­ას. გვა­რა­მი­ას სი­ტყვებს მუს­ლიმ­თა შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­ვიჩ­ნევ და კა­ტე­გო­რო­უ­ლად მო­ვი­თხოვ სა­ჯა­როდ ბო­დი­შის
მოხ­დას", - ამ­ბობს ის.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს თა­ვის მო­საზ­რე­ბას მარ­ნე­უ­ლი­სა და გარ­დაბ­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ზაურ დარ­გა­ლი. იხილეთ სრულად


antibneleti
13 იანვარი 2021 10:11
ესღა გვაკლდა საქართველოში!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები