ნიკა გვარამიამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ალაჰს შე­ა­და­რა - აჰ­მედ იმამ­ყუ­ლი­ევი "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ბო­დი­შის მოხ­დას სთხოვს - კვირის პალიტრა

ნიკა გვარამიამ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ალაჰს შე­ა­და­რა - აჰ­მედ იმამ­ყუ­ლი­ევი "მთა­ვა­რი არ­ხის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს ბო­დი­შის მოხ­დას სთხოვს

"ევროპული საქართველოს" წევრი აჰმედ იმამყულივი "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბოდიშის მოხდას სთხოვს. იმამყულივი გვარამიას მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. საუბარია "მთავარი არხის" დირექტორის კომენტარზე, სადაც მან მიხეილ სააკაშვილი ალაჰს შეადარა. ნიკა გავრამიას მიერ მოყვანილი მაგალითი (შედარება) (ხუმრობითაც კი) ჩემთვის და ყველა მუსლიმისთვის არის მიუღებელი და შეურაცხმყოფელი! მე ვგმობ ასეთ ქმედებას და მივუწოდებ ნიკას, რომ ბოდიში მოიხადოს მუსლიმების წინაშე!" - წერს იმამყულიევი.

"მთავარი არხის" დირექტორისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს ასევე "ქართული ოცნების" დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და რეინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სავალან მირზოევი:

"გვარამიამ ბოდიში მოიხადოს მუსულმანებისა და ქართული საზოგადოების წინაშე. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გვარამიაც და სხვებიც ეხებიან ეროვნულ მრწამსსა და რელიგიას. გვარამიას სიტყვებს მუსლიმთა შეურაცხყოფად მივიჩნევ და კატეგოროულად მოვითხოვ საჯაროდ ბოდიშის მოხდას", - ამბობს ის.

სოციალურ ქსელში ავრცელებს თავის მოსაზრებას მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი. იხილეთ სრულად