"ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი თბილისში" - ვინ რას უწუნებს ქანდაკებებს და რას ჰყვება ავტორი
"ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი თბილისში" - ვინ რას უწუნებს ქანდაკებებს და რას ჰყვება ავტორი
"ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პლთა ხსოვ­ნის მე­მო­რი­ა­ლი" - ასე ჰქვია ნა­მუ­შე­ვარს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში, ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პლთა სა­ხე­ლო­ბის პარკში და­იდ­გა.

რო­გორც ყო­ველ­თვის, ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის აზრი მე­მო­რი­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ი­ყო - ერ­თნი ად­გილს იწუ­ნე­ბენ, მე­ო­რე­ნი კი ქან­და­კე­ბე­ბის "სი­შიშ­ვლეს". ბევ­რმა პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტიც მო­უ­ძებ­ნა ნა­მუ­შევ­რის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას:

ფო­ნი­ჭა­ლის­თვის მე­ნა­ნე­ბა,

რა­ტომ ვმა­ლავთ, რუ­სებს ვუ­მა­ლავთ?;

ფო­ნი­ჭა­ლა რა შუ­ა­შია, მეტი აზ­რი­ა­ნი ად­გი­ლი ვერ შე­ურ­ჩი­ეს თუ რა ხდე­ბა? მო­ნუ­მენ­ტი კარ­გია, მაგ­რამ ად­გი­ლი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა;

მო­შო­რე­ბით დად­გეს იმი­ტომ, რომ თან
თავი მო­ი­წო­ნონ - აი, რო­გო­რი ძეგლი დავ­დგი­თო და თან ძა­ლი­ა­ნაც "გა­მომ­წვე­ვად" არ ხვდე­ბო­დეს თვალ­ში ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ებს

ობი­ექ­ტუ­რად რომ ვთქვათ, ქო­ცებ­მა რა­ღაც გა­ა­კე­თეს, მი­ვე­სალ­მე­ბი, თუმ­ცა მა­ინც არ ეყოთ ბო­ლომ­დე ტვი­ნი, რომ გა­ნე­სა­ზღვრათ სად იქ­ნე­ბო­და იდე­ა­ლუ­რი ამ მარ­თლაც მა­გა­რი მო­ნუ­მენ­ტის დად­გმა. ჩემი აზ­რით აჯო­ბებს გორ­ში გა­და­ი­ტა­ნონ, ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით.
მეტი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა ში­ნა­ა­სობ­რი­ვა­დაც და ტუ­რის­ტუ­ლა­დაც.

მარსზე და­გედ­გათ ბა­რე­ღამ! იქ უფრო კარ­გად გა­მოჩ­ნდე­ბო­და!

ისე ამ­ბობთ მანდ რა­ტომ დად­გე­სო, თით­ქოს ფო­ნი­ჭა­ლა სა­ქარ­თვე­ლო არ არის

თბი­ლი­სის უბ­ნე­ბი არ იცით და რა ოკუ­პა­ცი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი? ფო­ნი­ჭა­ლა­ში კი არა, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ქა­ა­ლაქ­სა და უბან­ში უნდა იდ­გას ოკუ­პა­ცი­ის ასე­თი ძეგ­ლე­ბი


რაც შე­ე­ხე­ბა მე­მო­რი­ალს, კომ­პო­ზი­ცია შედ­გე­ბა ნა­ტუ­რა­ლუ­რი ზო­მის ბრინ­ჯა­ოს ორი ფი­გუ­რის­გან და მათ შო­რის აღ­მარ­თუ­ლი მი­ნის კედ­ლის­გან, რო­მელ­შიც და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია მი­ნა­თე­ბის სის­ტე­მა. კე­დე­ლი გრა­ვი­რე­ბუ­ლია და მას­ზე სიმ­ბო­ლუ­რად მავ­თულხლარ­თე­ბია და­ტა­ნი­ლი.

მე­მო­რი­ა­ლის ავ­ტორ მო­ქან­და­კე ირაკ­ლი წუ­ლა­ძეა, რო­მელ­მაც სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში გა­ი­მარ­ჯვა. AMBEBI.GE მას ნა­მუ­შე­ვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­უბ­როდ და­უ­კავ­შირ­და:



- სულ ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია, მას­ზე მუ­შა­ო­ბა ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში და­ვას­რუ­ლეთ. ის ოკუ­პა­ცი­ის მსხვერ­პლთა ხსოვ­ნის მე­მო­რი­ა­ლია. მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და ჩემ­მა პრო­ექ­ტმა გა­ი­მარ­ჯვა. მე­მო­რი­ა­ლი ზემო ფო­ნი­ჭა­ლა­ში და­იდ­გა. რა­ტომ ფო­ნი­ჭა­ლა­ში და არა თბი­ლი­სის ცენ­ტრში, ან გორ­ში, ან­დაც სა­ო­კუ­ა­ციო ხაზ­თან? - ეს კი­თხვა ბევ­რმა დას­ვა. მე­ო­რი­ა­ლი ფო­ნი­ჭა­ლა­ში იმი­ტომ და­იდ­გა, რომ იქ არის ოკუ­პა­ცი­ის სა­ხე­ლო­ბის სკვე­რი.


რო­დე­საც ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აიტ­ვირ­თა, უამ­რა­ვი ნახ­ვა, კო­მენ­ტა­რი, გა­ზი­ა­რე­ბა მოჰ­ყვა, რო­მე­ლიც დრე­საც გრძელ­დე­ბა. რო­გო­რი კო­მენ­ტა­რე­ბიც არ უნდა იყოს, ფაქ­ტია, რომ ნა­მუ­შე­ვარ­მა ხალ­ხის და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. რაც არ არის ცუდი," - აღ­ნიშ­ნავს ირაკ­ლი წუ­ლა­ძე.

სკულპ­ტო­რი პრო­ექ­ტზე 5 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. მის­თვის მე­მო­რი­ა­ლის შექ­მნის პე­რი­ო­დი სა­ინ­ტე­რე­სო და ძა­ლი­ან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი იყო, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბობს, მე­ო­რე მხრივ ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე აღ­მოჩ­ნდა თე­მას­თან შე­ხე­ბა.
- სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ოკუ­პა­ცია მძი­მე სა­კი­თხია და შე­სა­ბა­მი­სად მეც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და. ასე­თი­ვე ემო­ცი­ით და მუხ­ტით შეს­რულ­და ეს ნა­მუ­შე­ვა­რი. რაც შე­ე­ხე­ბა იდე­ას და კონ­ცეფ­ცი­ას - კონ­კურ­სზე ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ჩემი ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ოდ­ნავ უჩ­ვე­უ­ლო მიდ­გო­მა აღ­მოჩ­ნდა, ისე­თი არა, რა­საც ძეგ­ლებ­თან და ქან­და­კე­ბებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მიჩ­ვე­უ­ლი ვართ. უფრო ადა­მი­ა­ნუ­რია, უშუ­ა­ლო, გა­სა­გე­ბი და შეს­რუ­ლე­ბუ­ლია თა­ნა­მე­რო­ვე სტილ­ში, რა­მაც ეტყო­ბა, ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე იმოქ­მე­და" - დას­ძენს მო­ქან­და­კე. გააგრძელეთ კითხვა


nino
14 იანვარი 2021 03:20
tu okupaciis adgilzec dadgavt,ikneba drouli,gabeduli,sor dros,scor adgilas.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები