"ელიავას ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი რატომ არ მიდიან თავის სოფლებში?!" - კვირის პალიტრა

"ელიავას ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი რატომ არ მიდიან თავის სოფლებში?!"

რეჟისორ ქეთი დოლიძის თქმით, უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ "მთელი საქართველო დედაქალაქში ჩამოვიდა".

აღნიშნულთან დაკავშირებით მან "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

ის დაინტერესდა, რატომ არ ბრუნდება ხალხი სოფელში და რატომ არ ამუშავებენ მიწას.

"მე არ დავდივარ საერთოდ ელიავაზე, მაგრამ მაჩვენეთ, რა ხდება და რას აკეთებენ ელიავას ხიდის ქვეშ დაბუდებული ხალხი? რატომ არ მიდიან თავის სოფლებში? რატომ არ ამუშავებენ მიწას?

როგორ შეიძლება, რომ მთელი საქართველო თბილისში იყოს. როგორ შეიძლება, მთელი სოფელი ჩამოვიდა თბილისში. მათი მეოთხედი თუ ნახევარი ელიავას ხიდის ქვეშ დგას.

ეს არის წარმოუდგენელი და ეს არაფრით არ შეიძლება" - აღნიშნა ქეთი დოლიძემ.