"პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე"
"პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე"
პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე - გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის, - ამის შესახებ “პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოპოზიციის პარლამენტს გარეთ ყოფნა ერთმნიშვნელოვნად უპასუხისმგებლობაა.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციამ "ქართულ ოცნებას“ ხელიდან უნდა გამოგლიჯოს ის, რაც მოსაგლეჯია, რაც არის საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების ძირფესვიანად შეცვლა.

ელისაშვილის შეფასებით,
საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო წესების შეცვლის გარეშე, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს.

“გვაქვს ასეთი გეგმა. ველოდებით მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს, რადგან გვაქვს ელჩების პატივისცემა, რომელთაც უზარმაზარი შრომა ჩადეს. არც ერთ ქვეყანაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შუამავლები ელჩები არ არიან - ეს ჩვენდა სამარცხვინოდ, არის ჩვენი
„ნოუჰაუ“. თუ მეხუთე რაუნდი არ გაიმართება, მოვიფიქრებთ როგორ ვიმოქმედოთ. თუკი "ქართული ოცნება" იმ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის, რაც ჩვენი აზრით, ამ ქვეყნისთვის საშვილიშვილო ამბავია, ანუ საარჩევნო რეფორმა და ცესკოს ფუნდამენტური ცვლილება, ასევე ციხეში მყოფი პოლიტპატიმრების გამოშვება და თუკი ამ პირობების შესრულების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, "ქართული ოცნება" ცვლილებებს მიიღებს, დაარქმევს მას ელექტრონული არჩევნების სისტემას, მაგრამ იქნება გამოღრუტნული და გამოშიგნული შინაარსის ცვლილებები", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მარიამი
14 იანვარი 2021 13:34
შენ იქ ვერაფერს გააკეთებ , მგონი კარგად იცი. "ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო" შენზეა, მაინც რომ შედიხარ ხალხის თვალში ცუდი გამოდიხარ.
კახელი
14 იანვარი 2021 12:09
ეჰ მაინც ჩაი...
ნინა
14 იანვარი 2021 12:00
რამის თავი მაინც გქონდეს, ნაცებისგარეშე პარლამენტში ვერ შედიხარ. პენსიონერი ინჯიაც კი შენზე ვაჟკაცია. გოიმი და ჭორიკანა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები