"ასე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა: მცი­რე ტყუ­ი­ლი დიდ სიც­რუ­ეს ბა­დებს" - რას ამბობს ნო­ვო­სი­ბირსკის თე­ატ­რის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილზე
"ასე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა: მცი­რე ტყუ­ი­ლი დიდ სიც­რუ­ეს ბა­დებს" - რას ამბობს ნო­ვო­სი­ბირსკის თე­ატ­რის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილზე
რუ­სულ გა­ზეთ "მოს­კოვ­სკი კო­მსო­მო­ლეც­ში" ("Московский комсомолец") გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია სა­თა­უ­რით "ცნო­ბილ­მა ბა­ლე­რი­ნამ ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­მა ნო­ვო­სი­ბირსკის თე­ატ­რის სა­ბა­ლე­ტო დასს რე­კორ­დუ­ლად მოკ­ლე დრო­ით უხელ­მძღვა­ნე­ლა: კონ­ტრაქ­ტი გა­უქ­მე­ბუ­ლია", რო­მელ­შიც ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ნა რა­ი­კი­ნა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს - ვლა­დი­მირ კეხ­მანს ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბა.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას მცი­რე შე­მოკ­ლე­ბით:

"იან­ვრის ყვე­ლა­ზე ხან­მოკ­ლე ინ­ტრი­გა, რო­გორც ჩანს, დას­რულ­და: ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი ნო­ვო­სი­ბირსკის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის (НОВАТ) სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი არ იქ­ნე­ბა. მოკ­ლე ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა მშრა­ლად და კონ­კრე­ტუ­ლად ჟღერს - "ნინო
ანა­ნი­აშ­ვილ­თან НОВАТ-ის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის ვლა­დი­მირ კეხ­მა­ნის მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად, მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბით, მი­ღე­ბუ­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ადრე და­დე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტის გა­წყვე­ტის შე­სა­ხებ".

დიახ, ეს ინ­ტრი­გა ყვე­ლა­ზე დიდი ინ­ტრი­გაა ინ­ტრი­გებ­ში. თვი­თონ გან­სა­ჯეთ: ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი НОВАТ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან 2020 წლის ბო­ლოს ხელს აწერს კონ­ტრაქტს, გეგ­მებს ად­გენს, სამ­სა­ხუ­რის დე­ტა­ლებს არ­კვევს... მას სულ მალე წა­რუდ­გე­ნენ
სა­ბა­ლე­ტო დასს და გა­აც­ნო­ბენ და უცებ... იგი ინ­ტერ­ვი­უს იძ­ლე­ვა და "სახ­ლიც ინ­გრე­ვა"... არა­და, ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვია, მას ფარ­თო კავ­ში­რე­ბი და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ქარ­თუ­ლი ბა­ლე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში - 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლეტს თბი­ლის­ში.

მომ­ხდა­რი ფაქ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბა НОВАТ-ის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს ვლა­დი­მირ კეხ­მანს ვთხო­ვეთ:

- ვლა­დი­მერ აბ­რა­მო­ვიჩ, შე­გიძ­ლი­ათ აგ­ვიხ­სნათ, რა და რო­გორ მოხ­და? ბა­ლე­რი­ნამ ინ­ტერ­ვიუ მა­ნამ­დე მის­ცა, სა­ნამ მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­დგე­ნა მოხ­დე­ბო­და სა­ბა­ლე­ტო და­სის წი­ნა­შე და ამი­ტომ ეს "ძვი­რად და­უჯ­და"?
- არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი ტრა­დი­ცია და გარ­კვე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბა - და რო­გორც თე­ატ­რში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ანს, უნდა სცოდ­ნო­და, თუ რო­გორ ხდე­ბა მსგავ­სი და­ნიშ­ვნა... ნი­ნომ ეს შე­თან­ხმე­ბა და­არ­ღვია და ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. მე თე­ატ­რის დასი ახალ წლამ­დე გა­ვაფრ­თხი­ლე, რომ მათ ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ეყო­ლე­ბო­დათ, ისი­ნი საქ­მის კურ­სში იყ­ვნენ... მაგ­რამ მე მისი ვი­ნა­ო­ბა არ გა­მიმ­ხე­ლია. სამ­წუ­ხა­როდ, უსი­ა­მოვ­ნო ის­ტო­რი­ა­აა.

- თქვენ ნი­ნოს ად­რე­ვე იც­ნობ­დით?

- არა, მე იგი თით­ქმის ერთი წლის წინ მა­ხარ ვა­ზი­ევ­მა (მოს­კო­ვის დიდი თე­ატ­რის სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა - ს.კ) გა­მაც­ნო. შარ­შან თე­ბერ­ვალ­ში თბი­ლის­ში ჩვენ სპე­ცი­ა­ლუ­რად ერ­თად ჩავფრინ­დით მისი გაც­ნო­ბის მიზ­ნით. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნე რა ყვე­ლა რის­კი, მე ნი­ნოს ვთხო­ვე და შევ­თან­ხმდით იმა­ზე, რომ (ეს ჩემ­თვის პრინ­ცი­პუ­ლი მო­მენ­ტია) იგი რუსი ბა­ლე­რი­ნაა. მან დიდ­ხანს იფიქ­რა. ბო­ლოს ჩვენ, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ და მან დო­კუ­მენ­ტებს ხელი მო­ა­წე­რა. ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი შარ­შან დე­კემ­ბრის ბო­ლოს ნო­ვო­სი­ბირსკში ჩა­მოფ­რინ­და, და­ათ­ვა­ლი­ე­რა თე­ატ­რი, რო­მელ­მაც მას­ზე ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. შემ­დეგ იგი ჩემ­თან, სანკ-პე­ტერ­ბურ­გშიც ჩა­მო­ვი­და და ჩვენ ფი­ნა­ლუ­რად ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გან­ვი­ხი­ლეთ. მისი მხრი­დან არ­ცერ­თი უზუს­ტო­ბა არ ყო­ფი­ლა. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ჩვენ მას­თან ისე­თი დო­კუ­მენ­ტი არ გაგ­ვი­ფორ­მე­ბია, რომ­ლებ­საც ჩვე­უ­ლებ­რივ, ყვე­ლას­თან ვა­ფორ­მებთ ხოლ­მე - შე­მოქ­მე­დე­ბით ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლებ­შიც ჩა­წე­რი­ლია, რომ ყო­ველ­ნა­ი­რი პი­ა­რი და აქ­ტი­უ­რო­ბა თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­თან ან გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან უნდა შე­თან­ხმდეს.

თუმ­ცა მა­ინც მოხ­და ის, რაც მოხ­და - მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც მან შო­ბის წინ გა­ახ­მა­უ­რა (ეს ნი­ნო­სა­გან ერ­თგვა­რი სა­შო­ბაო სა­ჩუ­ქა­რი აღ­მოჩ­ნდა). ასე­თი ნა­ბი­ჯი, პირ­ველ რიგ­ში, კო­ლექ­ტი­ვის უპა­ტივ­ცემ­ლო­ბაა. მე­ო­რე მო­მენ­ტი: აღ­ნიშ­ნულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მისი მო­ტი­ვა­ცი­ად, თუ რა­ტომ მი­დის ნო­ვო­სი­ბირ­კში სა­მუ­შა­ოდ, სულ სხვა რამ იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, ვიდ­რე ის, რა­ზე­დაც ჩვენ შევ­თან­ხმდით. ჩვენ სხვნა­ი­რად ვი­სა­უბ­რეთ. არ­სე­ბობს ასე­თი გა­მოთ­ქმა "ჯერ და­ჯე­ქი, ფეხ­ზე დგო­მით ვე­რა­ფერს მი­აღ­წე­ვო" და ეს მარ­თლაც ასეა, ჩვენს შემ­თხვე­ვას სრუ­ლე­ბით შე­ე­სა­ბა­მე­ბა. იცით, ასე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა: მცი­რე ტყუ­ი­ლი დიდ სიც­რუ­ეს ბა­დებს. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში პი­რა­დად მე მუ­შა­ო­ბა არ შე­მიძ­ლია. ჩემ­თვის პირ­ველ რიგ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი, ხოლო შემ­დეგ, მე­ო­რე რიგ­ში - პრო­ფე­სი­უ­ლი.

- რად­გან სა­ბა­ლე­ტო და­სის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რიგი არ დგე­ბა - ამ დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია - მა­შინ ვინ უხელ­მძღვა­ნე­ლებს ნო­ვო­სი­ბირსკის ბა­ლეტს?
- ნინო ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ რე­პერ­ტუ­ა­რი უნდა შევ­ქმნაო. ვერ ვი­ტყვი, რომ ვინ­მეს შე­უძ­ლია ისე­თი ფარ­თო რე­პერ­ტუ­ა­რით და­იკ­ვეხ­ნოს, რო­გო­რიც ნო­ვო­სი­ბირსკის თე­ატრს აქვს. მისი წი­ნა­და­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემ­თან სა­უბ­რის დროს მო­ვის­მი­ნე, საკ­მა­ოდ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლია. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ჩემ­თვის მთა­ვარ საკ­ვან­ძო მო­მენტს, პირ­ველ რიგ­ში, მისი სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბი წარ­მო­ად­გენ­და. იგი ნამ­დვი­ლად ვარ­სკვლა­ვია - ია­პო­ნი­ა­შიც და ამე­რი­კა­შიც, კო­რე­ა­შიც და ჩი­ნეთ­შიც... ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი ამ ქვეყ­ნებ­ში ბევ­რს ცეკ­ვავ­და, მას ყვე­ლა იც­ნობს. მას პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვს ბევრ დას­თან, მათ ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან. მინ­დო­და მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, რომ ნო­ვო­სი­ბირსკში მაქ­სი­მა­ლუ­რად ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ ის ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, უსაქ­მოდ არი­ან. პლუს ამას, მე გან­ცვიფ­რე­ბუ­ლი დავ­რჩი თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის სი­ლა­მა­ზით და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან მინ­დო­და, იმ რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დროს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბობს, ქარ­თულ თე­ატრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მქო­ნო­და.

დღეს ნო­ვი­სი­ბირსკის თე­ატ­რის ძი­რი­თა­დი რე­პერ­ტუ­ა­რი კლა­სი­კაა და ამ მხრივ ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე გვაქვს, თუმ­ცა, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო: ნი­ნოს ისე დავ­შორ­დით, რომ მას ჯერ მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლი არ ჰქონდა. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ

მედეა
14 იანვარი 2021 10:47
გაიხარეთ? ნინო ანანიაშვილის აუგად მოხსენიება დიდი შეცდომაა! იკითხოს იმ თეატრმა-ასეთი შესაძლებლობა რომ გაუშვა ხელიდან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები