14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა - ჰერალდიკის საბჭო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა - ჰერალდიკის საბჭო განცხადებას ავრცელებს

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰერალდიკის საბჭო ავრცელებს.

მათივე განცხადებით, დღეს ჩვენ ვქმით ამ დროშას და სამშობლოს.

"ჩვენ დროშასთან მივდივართ ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე სადღესასწაულო და ამავე დროს ყველაზე სამწუხარო დღეებში; მაგრამ დროშის დღე არის მისთვის ღირსი პატივის მიგების დღე. დროშისთვის, რომელიც აღმართულია ჩვენი ქვეყნის საზღვრებზე, ოკუპანტების პირისპირ, ჩვენს თავდაცვის ძალებში, სახელმწიფო დაწესებულებებზე და ამაყად წარმოადგენს ჩვენს ეროვნულ ერთიანობას, ძლიერებას, შეუვალობას, საქართველოს გეზს, როგორც სახელმწიფოსი და საზოგადოების.

თითქოს პატარა ხუთჯვრიანი ნაჭერი, სინამდვილეში ჩვენი წინაპრების ანაბეჭდების, მათი სულისკვეთების მატარებელია, რომელიც გადმოგვეცა და რომელიც ჩვენ ღირსეულად უნდა გადავცეთ მომავალ თაობებს. ეროვნული თვითმყოფადობისთვის თავგანწირული ბრძოლის სიმბოლო საუკუნეთა სიღრმეებიდან იღებს სათავეს და დღესაც განასახირებს საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და სულიერ ღირებულებებს.

სახელმწიფოებრიობის აღდგენის პირველივე დღეებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშა მიუხედავად იმ გმირული სისხლისა, რომელიც ატყვია მის სპეტაკ ველს, ისევ ფრიალებს და წინ მიუძღვება ქვეყანას უფრო მშვიდობიანი, უსაფრთხო და თავისუფალი მომავლისაკენ.

14 იანვარი არის შესაძლებლობა, პატივი მივაგოთ მეომრებს, გმირებს, სახელმწიფო და ეროვნულ მოღვაწეებს, თავისუფალი სულის და ღირსების მქონე ადამიანებს და დავანახოთ მათ შთამომავლობას, რომ დროშა, რომელსაც ისინი ემსახურნენ, რომლისთვის მათ სიცოცხლე გაიღეს დღესაც აღმართულია ამაყად. დღეს ჩვენი ჯერია მისი აღმართვის, დღეს ჩვენ ვქმით ამ დროშას და სამშობლოს.

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!",- აღნიშნულია ჰერალდიკის საბჭოს განცხადებაში.