"სიზარმაცე ხელს რომ არ გვიშლიდეს, ალბათ ბევრად ძლიერ და ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებდით..."
"სიზარმაცე ხელს რომ არ გვიშლიდეს, ალბათ ბევრად ძლიერ და ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებდით..."
"თუ რამ კარგი გამომყვა, სწორედ იმ ლამაზი კუთხის და ხალხის დამსახურებაა"

"ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით გრძნეულ მარანთან, შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა" - ანა კალანდაძის ეს განუმეორებელი ლექსი ყველას ძველით ახალ წელს, ანუ კალანდას გვაგონებს, რომელსაც საქართველოში უხსოვარი დროიდან აღნიშნავდნენ. ყველაზე გამორჩეულად ეს დღესასწაული გურიაში აღინიშნებოდა. ტრადიცია დღემდე არ დაკარგულა: გურულები 14 იანვარს უგემრიელეს "მუცლით სალოცავებს" აცხობენ და ძველ წელსაც 14 იანვარს აცილებენ.
დავინტერესდით, რა მოგონებები აკავშირებს ამ ლამაზ დღესასწაულთან ანსამბლ
"ერისიონის" მთავარ ლოტბარს - ჯემალ ჭკუასელს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"შემოქმედის თემი, სოფელი წითელმთა ის პატარა სამოთხეა, სადაც ყველაზე ბედნიერი ვიყავი. უკვე 85 წლის ვარ, მაგრამ ამ სოფლი
დან გამოყოლილი სითბო და სიყვარული დღემდე მომყვება. ასე მგონია, რომ იქ სულ სხვანაირი ხალხი ცხოვრობს და თუ რამ კარგი გამიკეთებია, თუ რამ კარგი გამომყვა, სწორედ იმ ლამაზი კუთხის და ხალხის დამსახურებაა. ყველაზე ტკბილად მაინც ძველით ახალი წლის დღეები მახსენდება, რადგან ჩემს ბავშვობაში კალანდას განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ..."

"14 იანვარს, ანუ ძველით ახალ წელს, ლამის მთელი სოფლის მეკვლე ვიყავი. ყველასათვის საყვარელ ფილმში - "კუჩხი ბედინერში" რომ არის, სწორედ ისე მქონდა სია ჩამოწერილი და ვცდილობდი, არავინ გამომრჩენოდა..."

"ორი განუყრელი ძმაკაცი მყავდა - თამაზ გალოგრე და ნოდარ სადრაძე. პატარაობიდან ერთად ვიზრდებოდით. ჩავკიდებდი ორივეს ხელს და მათთან ერთად მთელ სოფელს შემოვივლიდი ხოლმე. მივიდოდით ოჯახში, კალანდას მივულოცავდით და რამდენ ნუგბარსაც მივიტანდით, ორ იმდენს უკან გვატანდნენ. ასე რომ, 14-15 იანვარს ტკბილეულით ხელდამშვენებულები ვხვდებოდით. კალანდას ყველასთან რომ ვერ მივდიოდი, მერე ჩემს მეზობლებს ბოდიშებს ვუხდიდი..."

"ჩემი სურვილია, ქართველებმა ბოლომდე გამოიყენონ ნიჭი და უნარი, რომელიც ღმერთმა ასე უხვად გვიბოძა. განუმეორებელ მუსიკოსსა და მომღერალს - ჯანსუღ კახიძეს შეგახსენებთ: ის ნამდვილი საოცრება იყო, მაგრამ დღედაღამ მუშაობდა. წარმოგიდგენიათ, ყველა ასე რომ იქცეოდეს, რამდენს მივაღწევდით?! სიზარმაცე ხელს რომ არ გვიშლიდეს, ალბათ ბევრად ძლიერ და ბედნიერ ქვეყანაში ვიცხოვრებდით..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 14 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე
ალექს
14 იანვარი 2021 14:44
ეგ სიზარმაცე იძულებითია, როცა ბეჯითად იშრომა მაგისმა მამაპაპამ, ბოლშევიკებმა და კომუნისტება ან წაართვეს , ან გაუვერანეს, ან გააუფასურეს , ან გამოსძალეს ნაშრომი, ამიტომ აღარ უღირს შრომა, იცის მაინც არ შეარგებენ , ჩადგა სახელმწიფო მაკონტროლებელი გამნაწილებელი თანამდებობის, ან სოციალური დახმარების მიღების რიგში! დიახ, მთავრობის უთოფო ყაჩაღებს, სამართალდამცავებს და მაკონტროლებელ შემმოწმებელ დამსჯელ მიმსჯელებს ვგულისხმობ, რომლებიც კასტას წარმოადგენენ და ათეული წლებია უშრომლად, სხვისი ნაშრომის მითვისებით მდიდრდება! ესაა ეკონომიკური და პოლიტიკური , სამოქალაქო ნიჰილიზმის წყარო !
პატრიოტი 2
14 იანვარი 2021 14:16
ზარმაცი ერი ვერ შექმნიდა ვაზის ჯიშებს, ვერ იქნებოდა ღვინის სამშობლო, ვერ გადარჩებოდა მუდამ მტრულ გრემოცვაში. ვერ შექმნიდა ამდენ ფანტასტიურ ცეკვას და სიმღერას. თქვენ თავად ხართ ზარმაცი? ალბათ ფიქრობთ რომ არა, ხოდა არც სხვაა ზარმაცი იმაზე უფრო მეტად ვიდრე სხვა ერის წარმომადგენელი. ვიღაცა ზარმაცია, ვიღაცა ბოღმა და ბოროტი, მაგრამ ძალიან ბევრს უყვარს სამშობლო და თავდაუზოგავად შრომობს მისთვის. ქეიფი და დროსტარება რომ გვიყვარს,ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.ყველაფერი თავის დროზე!!!
თემური" აფხაზი" მონარქია
14 იანვარი 2021 13:22
საქართველოში უნდა აღდგეს მონარქია რაც რუსებმა გააუქმეს ქვეყანას უნდა დაერქვას ივერია და გაერთიანდეს ფედერაციულ საწყისზე აფხაზეთი . მონარქია ესაა ზეპარტიული სისტემა . რადგანაც ვინც მოვიდა ხელისუფლებაში ყველა ძარცვა გლეჯვაზეა გადასული. მონარქით კი ვერც ერთი პარტია საზოგადოებას ვერ დაშლის პარტიული ნიშნის მიხედვით და პოლიტიკურ კრიზისებსაც გადავიტანთ უმტკივნეულოდ.თანაც ქვეყანას ეყოლება მირონცხებული ქრისტიანი მეფე და ქვეყნის იდენტობის სიმბოლო იქნება

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები