"რაღა არ წა­ვი­კი­თხე რნმ ვაქ­ცი­ნის "სა­შიშ­რო­ე­ბებ­ზე" - დნმ-ის მუ­ტა­ცია, ონ­კო­ლო­გი­უ­რი რის­კი, უშ­ვი­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვა..." - ექიმმა ვაქ­ცი­ნა­ცია პი­რა­დად ჩა­ი­ტა­რა
"რაღა არ წა­ვი­კი­თხე რნმ ვაქ­ცი­ნის "სა­შიშ­რო­ე­ბებ­ზე" - დნმ-ის მუ­ტა­ცია, ონ­კო­ლო­გი­უ­რი რის­კი, უშ­ვი­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვა..." - ექიმმა ვაქ­ცი­ნა­ცია პი­რა­დად ჩა­ი­ტა­რა
საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ექი­მი, პრო­ფე­სო­რი რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე კომ­პა­ნია PfizerBioNTech-ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნის შე­სა­ხებ წერს, რომ­ლი­თაც ვაქ­ცი­ნა­ცია პი­რა­დად ჩა­ი­ტა­რა და გან­მარ­ტავს, თუ რა­ტომ არის უსაფრ­თხო აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა:

"გა­ვი­კე­თე. COMIRNATY ®. (მწარ­მო­ე­ბე­ლი: PfizerBioNTech). ისე­თი არც არა­ფე­რი, არც კი ეღი­რე­ბო­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ არა კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის და გან­სა­კუთ­რე­ბით ამ პირ­ვე­ლი ვაქ­ცი­ნის ირ­გვლივ ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟი და ლა­მის ის­ტე­რია...

საფ­რან­გეთ­ში ერთი კვი­რაა, რაც და­ი­წყო სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის (არა­მარ­ტო ექი­მე­ბის) ვაქ­ცი­ნა­ცია. თა­ვი­დან მათი,
ვინც 50-ზე მეტი წლი­საა, ან რისკ ფაქ­ტო­რე­ბი გა­აჩ­ნია. მე ასა­კის გამო მო­მი­წია. ონ­ლა­ინ, მარ­ტი­ვად ხდე­ბო­და ჩა­წე­რა, სა­სურ­ველ სა­ვაქ­ცი­ნა­ციო ცენ­ტრში, რომ­ლე­ბიც კლი­ნი­კებ­ში გან­თავ­სდა.

ვე­ლო­დე­ბო­დი ვაქ­ცი­ნა­ცი­ას... მშვი­დად. თა­ვი­დან­ვე ვთვლი­დი, რომ პან­დე­მი­ის გა­დაჭ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბა მა­სი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­აა. უმ­ძი­მე­სი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გაქ­რო­ბის ის­ტო­რია ამას გვას­წავ­ლის. ამა­სო­ბა­ში, რაც კი არ­სე­ბობს
მო­ნა­ცე­მე­ბი, მო­ვი­ძიე, ვი­ნა­ი­დან მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მინ­და ვიყო ხოლ­მე სა­მე­დი­ცი­ნო სი­ახ­ლე­ებ­ზე და არა იმი­ტომ, რომ რა­ი­მე დიდი შიში ან ეჭვი გა­მაჩ­ნდა რნმ ვაქ­ცი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე. თა­ნაც, ეს ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო არაა. არა­ვინ მა­ძა­ლებ­და.

ტექ­ნი­კურ მხა­რე­ზე მინ­და ვთქვა ორი­ო­დე სი­ტყვა. ჩვენ­მა ჰოს­პი­ტა­ლურ­მა ცენ­ტრმა დე­კემ­ბრის ბო­ლოს შე­ი­ძი­ნა ერთი "სუ­პერ სა­ყი­ნუ­ლე", რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლურ აფ­თი­აქ­ში გან­თავ­სდა და რო­მე­ლიც 3 ერ­თმა­ნე­თის­გან და­შო­რე­ბულ სა­ვაქ­ცი­ნა­ციო ცენ­ტრს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა. (მო­მა­ვალ­ში მეტი იქ­ნე­ბა). ამ ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­თი­ა­ქი­დან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრე­ბამ­დე ვაქ­ცი­ნის დო­ზე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მარ­ტი­ვად ხდე­ბა, ათე­ულ კი­ლო­მეტრზეც კი, მშრა­ლი ყი­ნუ­ლის ბა­ნა­ლუ­რი კონ­ტე­ი­ნე­რე­ბით. ამ კონ­ტე­ი­ნე­რი­დან ამო­ღე­ბის შემ­დეგ, ვაქ­ცი­ნის ფლა­კო­ნის კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი შიგ­თავ­სი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რით ზავ­დე­ბა და ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ინა­ხე­ბა 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. თითო ფლა­კო­ნი 5 ადა­მი­ნის დო­ზას შე­ი­ცავს. 0.3 მლ კუნთში­გა ინექ­ცია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ვაქ­ცი­ნა­ციო ნემ­სით კეთ­დე­ბა მხარ­ში... თა­ვად "ცენ­ტრიც" ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დიდი ოთა­ხია, დრო­ე­ბით შირ­მე­ბით გა­და­ტიხ­რუ­ლი... მეტი კი არა­ფე­რი...

ეს ყვე­ლა­ფე­რი იმი­ტომ ჩა­მოვ­თვა­ლე, რომ მთე­ლი პრო­ცე­სი არც ისე წარ­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი და არა­ორ­გა­ნი­ზე­ბა­დი ყო­ფი­ლა, რო­გორც თა­ვი­დან ჩან­და ან დღემ­დე ხა­ტა­ვენ ასე­თად (ზო­გან).

რნმ-ის ვაქ­ცი­ნე­ბი ახა­ლია და შო­რე­უ­ლი შე­დე­გე­ბი არ ვი­ცი­თო, - ზოგი აცხა­დებს (ფა­ნა­ტი­კოს ან­ტი­ვაქ­სე­რებს არც კი ვახ­სე­ნებ სა­ერ­თოდ). თა­ნაც, ძა­ლი­ან სწრა­ფად შექ­მნე­სო, სა­ეჭ­ვო­აო, ათწლე­უ­ლე­ბი უნ­დაო ამა­სო... კი. წინა სა­უ­კუ­ნე­ში და ციფ­რულ ეპო­ქამ­დე, ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის აღ­ზე­ვე­ბამ­დე ბევ­რად მეტი დრო სჭირ­დე­ბო­და. თა­ნაც კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში არას­დროს გა­მო­ყო­ფი­ლა ასე­თი ოდე­ნო­ბის სახ­სრე­ბი რა­ი­მე პრე­პა­რა­ტის შე­საქ­მნე­ლად. ამას­თან, თა­ვად რნმ ვაქ­ცი­ნე­ბის მა­სი­ურ წარ­მო­ე­ბას ბევ­რად ნაკ­ლე­ბი დრო სჭირ­დე­ბა ვიდ­რე "კლა­სი­კუ­რი" (და თით­ქოს უფრო სა­ი­მე­დო) ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის წარ­მო­ე­ბას... ამას­თან, როცა ეც­ნო­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რას, ხვდე­ბი, რომ პრინ­ცი­პუ­ლად ახა­ლი არა­ფე­რია. ინ­ფორ­მა­ცი­ულ რნმ-ზე ვაქ­ცი­ნის აწყო­ბა ჭკვი­ა­ნუ­რი სვლაა. მარ­თლაც, რა სა­ჭი­როა მთლი­ა­ნად ვირუ­სის (და­სუს­ტე­ბუ­ლის, ინაქ­ტი­ვი­რე­ბუ­ლის თუ რე­კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლის) შეყ­ვა­ნა ორ­გა­ნიზ­მში, რო­დე­საც საკ­მა­რი­სია ვირუ­სის "სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თის", ან­ტი­გე­ნის, ამ შემ­თხვე­ვა­ში ე.წ. სპა­ი­კის ცი­ლის თა­ვად უჯრედ­ში აწყო­ბა, იქ პირ­და­პირ შეყ­ვა­ნი­ლი (მი­წო­დე­ბუ­ლი) ვირუ­სის მხო­ლოდ რნმ-ის გა­მო­ყე­ნე­ბით... ორ­გა­ნიზ­მი ხომ მა­ინც ამ "სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თის" ამოც­ნო­ბის და არა მთლი­ა­ნად ვირუ­სის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დგომ ააქ­ტი­უ­რებს იმუ­ნურ სის­ტე­მას... და დღეს ამ რნმ-ის ხე­ლოვ­ნუ­რად სინ­თე­ზი­რე­ბა ერ­თის მხრივ რთუ­ლი არაა და თან უჯრედ­ში მისი "შეშ­ვე­ბის" ტექ­ნო­ლო­გი­აც და­იხ­ვე­წა...

ის, რომ ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბევ­რი არა­ფე­რი იცო­და რნმ ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ, არ ნიშ­ნავს, რომ 2020-ში და­ი­წყო ამ ტექ­ნო­ლო­გი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა... 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში გა­მოჩ­ნდა პირ­ვე­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბი, სხვა­თა შო­რის, ფრან­გუ­ლი... ანუ თა­ვად იდეა ახა­ლი არაა, გარ­კვე­უ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბიც არ­სე­ბობს უკვე რა­მო­დე­ნი­მე წე­ლია, ტექ­ნო­ლო­გი­აა ახა­ლი, კლი­ნი­კუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­დი ვაქ­ცი­ნის მომ­ზა­დე­ბის და მა­სი­უ­რი წარ­მო­ე­ბი­სა. და ამის­კენ დიდ ხა­ნია მი­დი­ოდ­ნენ. ცხა­დია, დღე­ვან­დე­ლი ვაქ­ცი­ნა გუნ­დუ­რი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მა­ინც უნ­გრელ ემიგ­რანტს Katalina Kariko-ს მი­უ­ძღვის, რომ­ლის ოჯა­ხი 80-იან წლებ­ში აშშ-ი გა­და­სახ­ლდა. იმ პე­რი­ო­დი­დან მუ­შა­ობს ეს სა­ო­ცა­რი ქალი რნმ-ის თე­რა­პი­ულ გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე... თა­ვი­დან არა­ვის სჯე­რო­და მისი და ის მა­ინც აგ­რძე­ლებ­და რნმ-ის ფან­ტას­ტი­უ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის კვლე­ვას. ჩუ­მად, ჩრდილ­ში, და­უ­ფა­სებ­ლად, ისე, რომ ერთი წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი სი­ტყვაც არ უთ­ქვამთ მის­თვის. სწო­რედ ამ ქა­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა ადა­მი­ა­ნის უჯრედ­ში რნმ-ის უსაფრ­თხო და სა­ი­მე­დო შეყ­ვა­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა. ეს სა­კი­თხი რჩე­ბო­და დიდ­ხანს გა­და­უჭ­რე­ლი... დღეს Katalina Kariko გერ­მა­ნუ­ლი BioNTech-ის წამ­ყვა­ნი ექ­სპერ­ტი და სა­ვა­რა­უ­დოდ ნო­ბე­ლის პრე­მი­ის მო­მა­ვა­ლი ლა­უ­რე­ა­ტია. თა­ვად ეს გერ­მა­ნუ­ლი ფირ­მაც ხომ ემიგ­რან­ტე­ბის შექ­მნი­ლია. ჩემ­თვის პი­რა­დად ეს ას­პექ­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ნი­შან­დობ­ლი­ვი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

რაღა არ წა­ვი­კი­თხე რნმ ვაქ­ცი­ნის "სა­შიშ­რო­ე­ბებ­ზე"... დნმ-ის მუ­ტა­ცია, ონ­კო­ლო­გი­უ­რი რის­კი... უშ­ვი­ლო­ბის გა­მოწ­ვე­ვა... არა­და თუ ოდ­ნავ მა­ინც ხვდე­ბა ადა­მი­ა­ნი, რა პრინ­ციპ­ზეა დამ­ყა­რე­ბუ­ლი რნმ ვაქ­ცი­ნე­ბი, იმ­დენ­საც უნდა იაზ­რებ­დეს, რომ თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი ვაქ­ცი­ნით გა­მო­იწ­ვე­ვა, მა­შინ თა­ვად კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­აც იგი­ვე შე­დე­გებს უნდა იწ­ვევ­დეს, ლა­მის ყვე­ლა ავად­მყოფ­ში... არა­და ასე არაა... ბევ­რი რა­მის თქმა შე­იძ­ლე­ბა კი­დევ რნმ ვაქ­ცი­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და გარ­თუ­ლე­ბებ­ზე...

ამ­ჯე­რად აქ გავ­ჩერ­დე­ბი. მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი. 6 სა­ა­თის წინ აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბით. აც­რის ად­გილს პრაქ­ტი­კუ­ლად ვერც ვგრძნობ. ყო­ველ შემ­ხვე­ვა­ში გრი­პის აც­რის შემ­დეგ რა­საც ვგრძნობ­დი, იმა­ზე მე­ტად არა... და ბო­ლოს. მა­სი­ურ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას და­მა­ტე­ბი­თი "მუ­შა­ხე­ლი" სჭირ­დე­ბა. თა­ვად აც­რას ექთ­ნე­ბი კი აკე­თე­ბენ, მაგ­რამ მა­ნამ­დე სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სა­მე­დი­ცი­ნო კი­თხვა­რის შევ­სე­ბა პი­რად ანამ­ნეზ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ალერ­გი­ულ­ზე და სა­ე­ქი­მო გა­სა­უბ­რე­ბა. ჰოს­პი­ტა­ლურ­მა ცენ­ტრმა მო­ხა­ლი­სე ექიმ­თა მო­ბი­ლი­ზა­ცია გა­მო­ა­ცხა­და ონ­ლა­ინ და რა­მო­დე­ნი­მე სა­ათ­ში ყვე­ლა ვა­კან­სია შე­ივ­სო. მე ამ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე შემ­ხვდა ჩე­მი­ვე კო­ლე­გა, რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი, რო­მე­ლიც ეპი­დე­მი­ის პი­კის პე­რი­ოდ­ში ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან არ გა­მო­სუ­ლა... ახლა ოდ­ნავ სიმ­შვი­დეა. ცხა­დია, ხუმ­რო­ბა ხუმ­რო­ბით გა­ვი­სა­უბ­რეთ. სა­ერ­თოდ, ყვე­ლას გან­წყო­ბა, ექი­მე­ბის, ექთ­ნე­ბის, კო­ლე­გე­ბის და­ვი­წყე­ბუ­ლად მხი­ა­რუ­ლი და იმე­დი­ა­ნი მო­მეჩ­ვე­ნა. მგო­ნი, გა­მოჩ­ნდა გვი­რა­ბის ბო­ლოს სი­ნათ­ლეო, ერ­თის­გან გა­ვი­გო­ნე... მჯე­რა ამის!" - წერს რე­ვაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები