არის თუ არა კავ­შირ­ში უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი კო­ვი­დის შემ­დგომ გარ­თუ­ლე­ბებ­თან - რა ჩივილებს ტოვებს ვირუსი
არის თუ არა კავ­შირ­ში უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი კო­ვი­დის შემ­დგომ გარ­თუ­ლე­ბებ­თან - რა ჩივილებს ტოვებს ვირუსი
"არსებობს კვლევა, რომ კოვიდი ბოლომდე არ გადის ორგანიზმიდან, ეძებს დარჩენის გზებს" - რა გართულებებს ტოვებს კოვიდგადატანილ პაციენტებში ვირუსი

COVID-19-ის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ, პა­ცი­ენ­ტებს თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აწუ­ხებთ სხვა­დას­ხვა სიმპტო­მი, რა­საც "ხან­გრძლი­ვი კო­ვი­დის სინ­დრომს" ან პოს­ტკო­ვი­დურ გარ­თუ­ლე­ბებს უწო­დე­ბენ. კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლი 23 წლის ექი­მის სა­ვა­რა­უ­დოდ, თრომ­ბით გარ­დაც­ვა­ლე­ბამ, უამ­რა­ვი შე­კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა, რად­გან კო­რო­ნა­ვირუსს სხვა გარ­თუ­ლე­ბებ­თან ერ­თად, თრომ­ბო­ემ­ბო­ლი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბაც ახა­სი­ა­თებს.

რა ჩი­ვი­ლე­ბი აწუ­ხებთ კო­ვიდ­გა­და­ტა­ნი­ლებს და არის თუ არა კავ­შირ­ში უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი კო­ვი­დის შემ­დგომ გარ­თუ­ლე­ბებ­თან - AMBEBI.GE
ამ სა­კი­თხით და­ინ­ტე­რეს­და და სპე­ცი­ა­ლის­ტებს ესა­უბ­რა.

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი გი­ორ­გი ფხა­კა­ძე ამ­ბობს, რომ იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, ვის­თა­ნაც ვირუ­სი მძი­მე ფორ­მებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, 25%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა პოს­ტკო­ვი­დუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი. მისი თქმით, შე­საძ­ლოა ეს შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი ერთ წლამ­დეც გაგ­რძელ­დეს.

"სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ "ლან­ცეტ­ში" და­ი­ბეჭ­და კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც პოს­ტკო­ვი­დუ­რი სიმპტო­მე­ბის მთე­ლი კას­კა­დი არ­სე­ბობს.
პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვი­ცო­დეთ, რომ კო­ვი­დი ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მოქ­მე­დებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე და არა­სო­დეს ვი­ცით, ვის რა ორ­გა­ნოს და­უ­ზი­ა­ნებს.

ერთი კვლე­ვის თა­ნახ­მად, კო­ვი­დი პრობ­ლე­მას ტო­ვებს ფილ­ტვებ­ში. და­ა­ვა­დე­ბა­გა­და­ტა­ნილ პი­რებს უჭირთ სუნ­თქვა და ენერ­გია უქ­ვე­ით­დე­ბათ. დად­გინ­და, რომ მა­გა­ლი­თად, სპორ­ტსმე­ნებს უჭირ­დათ ძვე­ლე­ბუ­რი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბა და აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თქვა. გარ­და ამი­სა, კო­ვი­დი აზი­ა­ნებს გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­საც. გა­მო­ი­ხა­ტა მი­ო­კარ­დი­უ­მის, ანუ გუ­ლის კუნ­თის მიმ­დი­ნა­რე ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბი და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

თა­ვი­დან ექი­მებს ეგო­ნათ, რომ ეს იყო პოს­ტკო­ვი­დუ­რი სტრე­სი, მაგ­რამ იმ­დე­ნად დიდ­ხანს გას­ტა­ნა, აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს არის პოს­ტკო­ვი­დუ­რი პრობ­ლე­მა და საქ­მე გვაქვს სის­ტე­მე­ბის კომ­პლექ­სურ დარ­ღვე­ვებ­თან.

ერთ-ერთ კვლე­ვა­ში აღ­წე­რი­ლი იყო კონ­ცენ­ტრა­ცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. მა­გა­ლი­თად, გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და კომ­პი­უ­ტერ­თან, ვერ აკე­თებ­და კონ­ცენ­ტრა­ცი­ას და მუ­შა­ო­ბას ვერ ახერ­ხებ­და" - სა­უბ­რობს ფხა­კა­ძე AMBEBI.GE-სთან.

ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტის პროგ­ნო­ზით, მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში პოს­ტკო­ვი­დუ­რი კლი­ნი­კე­ბის გახ­სნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გე­ბა. ასე­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი უკვე გა­იხ­სნა აშშ-ში და წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.


"ძა­ლი­ან ბევ­რმა გა­და­ი­ტა­ნა კო­ვი­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ბევ­რს დას­ჭირ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ნი­სა­ზღვროს ჩი­ვი­ლე­ბი პოს­ტკო­ვი­დუ­რია თუ ზო­გა­დი. ამის­თვის სა­ჭი­რო გახ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც კომ­პლექ­სუ­რად უმ­კურ­ნა­ლე­ბენ პა­ცი­ენ­ტებს" - ამ­ბობს ფხა­კა­ძე.

შიდსი­სა და ინ­ფექ­ცი­უ­რი პათ­ლო­გე­ბის ცენ­ტრის ექი­მი ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა AMBEBI.GE-სთან იმ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე სა­უბ­რობს, რომ­ლე­ბიც პრაქ­ტი­კა­ში ჰქო­ნია კო­რო­ნა­გა­და­ტა­ნილ პა­ცი­ენ­ტებ­ში.

ექი­მის თქმით, კო­ვი­დის შემ­დგო­მი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ იმ პა­ცი­ენ­ტებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, რომ­ლებ­მაც და­ა­ვა­დე­ბა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნეს.

"პოს­ტკო­ვი­დუ­რი ჩი­ვი­ლე­ბი ძალ­ზედ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. არის გულ­სის­ხლძარ­ღვთა პრობ­ლე­მე­ბი, სა­სუნ­თქი გზე­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბი. გვქონ­და შემ­თხვევ­ბი, რო­დე­საც არ­ტე­რი­უ­ლი ჰი­პერ­ტენ­ზი­ის მქო­ნე პა­ცი­ენტს, კო­ვი­დის გა­და­ტა­ნის შემ­დეგ დარ­ჩათ მა­ღა­ლი წნე­ვე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მკურ­ნა­ლო­ბას აგ­რძე­ლებ­დნენ. გააგრძელეთ კითხვა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები