არის თუ არა კავ­შირ­ში უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი კო­ვი­დის შემ­დგომ გარ­თუ­ლე­ბებ­თან - რა ჩივილებს ტოვებს ვირუსი - კვირის პალიტრა

არის თუ არა კავ­შირ­ში უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი კო­ვი­დის შემ­დგომ გარ­თუ­ლე­ბებ­თან - რა ჩივილებს ტოვებს ვირუსი

"არსებობს კვლევა, რომ კოვიდი ბოლომდე არ გადის ორგანიზმიდან, ეძებს დარჩენის გზებს" - რა გართულებებს ტოვებს კოვიდგადატანილ პაციენტებში ვირუსი

COVID-19-ის გადატანის შემდეგ, პაციენტებს თვეების განმავლობაში აწუხებთ სხვადასხვა სიმპტომი, რასაც "ხანგრძლივი კოვიდის სინდრომს" ან პოსტკოვიდურ გართულებებს უწოდებენ. კოვიდგადატანილი 23 წლის ექიმის სავარაუდოდ, თრომბით გარდაცვალებამ, უამრავი შეკითხვა გააჩინა, რადგან კორონავირუსს სხვა გართულებებთან ერთად, თრომბოემბოლიური გართულებაც ახასიათებს.

რა ჩივილები აწუხებთ კოვიდგადატანილებს და არის თუ არა კავშირში უეცარი სიკვდილის შემთხვევები კოვიდის შემდგომ გართულებებთან - AMBEBI.GE ამ საკითხით დაინტერესდა და სპეციალისტებს ესაუბრა.

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ იმ პაციენტებში, ვისთანაც ვირუსი მძიმე ფორმებში მიმდინარეობს, 25%-ს აღენიშნება პოსტკოვიდური გართულებები. მისი თქმით, შესაძლოა ეს შემაწუხებელი სიმპტომები ერთ წლამდეც გაგრძელდეს.

"სამედიცინო ჟურნალ "ლანცეტში" დაიბეჭდა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც პოსტკოვიდური სიმპტომების მთელი კასკადი არსებობს. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ კოვიდი ძალიან ინდივიდუალურად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და არასოდეს ვიცით, ვის რა ორგანოს დაუზიანებს.

ერთი კვლევის თანახმად, კოვიდი პრობლემას ტოვებს ფილტვებში. დაავადებაგადატანილ პირებს უჭირთ სუნთქვა და ენერგია უქვეითდებათ. დადგინდა, რომ მაგალითად, სპორტსმენებს უჭირდათ ძველებური დატვირთვით მუშაობა და აღენიშნებოდათ გახშირებული სუნთქვა. გარდა ამისა, კოვიდი აზიანებს გულსისხლძარღვთა სისტემასაც. გამოიხატა მიოკარდიუმის, ანუ გულის კუნთის მიმდინარე ანთებითი პროცესები და მასთან დაკავშირებული გართულებები.

თავიდან ექიმებს ეგონათ, რომ ეს იყო პოსტკოვიდური სტრესი, მაგრამ იმდენად დიდხანს გასტანა, აღმოჩნდა, რომ ეს არის პოსტკოვიდური პრობლემა და საქმე გვაქვს სისტემების კომპლექსურ დარღვევებთან.

ერთ-ერთ კვლევაში აღწერილი იყო კონცენტრაციის დაქვეითების შემთხვევებიც. მაგალითად, გრაფიკული დიზაინერი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა კომპიუტერთან, ვერ აკეთებდა კონცენტრაციას და მუშაობას ვერ ახერხებდა" - საუბრობს ფხაკაძე AMBEBI.GE-სთან.

ჯანდაცვის ექსპერტის პროგნოზით, მალე საქართველოში პოსტკოვიდური კლინიკების გახსნის აუცილებლობა დადგება. ასეთი დაწესებულებები უკვე გაიხსნა აშშ-ში და წარმატებით ფუნქციონირებს.

"ძალიან ბევრმა გადაიტანა კოვიდი საქართველოში და ბევრს დასჭირდება მკურნალობა. აუცილებლად უნდა განისაზღვროს ჩივილები პოსტკოვიდურია თუ ზოგადი. ამისთვის საჭირო გახდება სპეციალური დაწესებულებები, სადაც კომპლექსურად უმკურნალებენ პაციენტებს" - ამბობს ფხაკაძე.

შიდსისა და ინფექციური პათლოგების ცენტრის ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა AMBEBI.GE-სთან იმ გართულებებზე საუბრობს, რომლებიც პრაქტიკაში ჰქონია კორონაგადატანილ პაციენტებში.

ექიმის თქმით, კოვიდის შემდგომი გართულებები მხოლოდ იმ პაციენტებშია გავრცელებული, რომლებმაც დაავადება მძიმედ გადაიტანეს.

"პოსტკოვიდური ჩივილები ძალზედ მრავალფეროვანია. არის გულსისხლძარღვთა პრობლემები, სასუნთქი გზების დაზიანებები და ნევროლოგიური, ენდოკრინოლოგიური გართულებები. გვქონდა შემთხვევბი, როდესაც არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტს, კოვიდის გადატანის შემდეგ დარჩათ მაღალი წნევები, მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობას აგრძელებდნენ. გააგრძელეთ კითხვა