კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გახვეული პრიმა ბალერინის ოჯახური ცხოვრება - კვირის პალიტრა

კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გახვეული პრიმა ბალერინის ოჯახური ცხოვრება

მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნინო ანანიაშვილი 2021 წლიდან რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს, ქართველი პრიმა ბალერინა კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. საზოგადოების დიდი ნაწილი მას გადაწყვეტილებას უწუნებდა.

თავად ნინო ანანიაშვილს აღნიშნულ საკითხზე დამატებით კომენტარი აღარ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე დღის წინ, "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თანამდებობის პარალელურად ქართული საბალეტო დასის ხელმძღვანელადაც დარჩება. ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში ამ შეთავაზებას არ დათანხმდებოდა.

აღმოჩნდა, რომ ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელობამ ანანიაშვილის მხრიდან ინფორმაციის გაჟღერება დასის უპატივცემულობად მიიჩნია და გადაწყვიტა, რომ ქართველ პრიმა ბალერინასთან კონტრაქტი გაწყვიტეს.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ქართველ პრიმა ბალერინაზე, მის მეუღლესა და შვილზე AMBEBI.GE უფრო მეტ დეტალს მოგაწვდით:

როგორც ცნობილია, ანანიაშვილს რამდენიმე წლიანი ქორწინება აკავშირებს გრიგოლ ვაშაძესთან, რომელიც ქართულ პოლიტიკას ცოტა ხნის წინ ჩამოშორდა. მან გადაწყვტია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტი დაეტოვებინა.

ვაშაძემ და ანანიაშვილმა ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში ყოფილი დიპლომატი ამბობს, ის მეუღლის ყველა სპექტაკლს ესწრებოდა და ესწრება.

ერთხელ ნინოთი მოხიბლულ გრიგოლს ქალისათვის მიხაკების მთელი კალათა გუაგზავნია, თავისი სავიზიტო ბარათით. გრიგოლისთვის მადლობის გადახდა ნინოსთვის ბებიას ურჩევია. "დამირეკა. მდივანმა მითხრა, ძალიან სასიამოვნო გოგონა გირეკავთო. ნინოს ვკითხე, ქართული თუ იცი-მეთქი, შემდეგი კითხვა იყო – დღეს საღამოს რას აკეთებ-მეთქი (იცინის). თავხედობისგან სუნთქვა შეეკრა და მიპასუხა, მე და ბებია მოხარული ვიქნებით, რომ გნახოთო...

... როცა ადამიანი გიყვარს, მით უმეტეს, ასეთი ადამიანი, ერთი რამ უნდა გახსოვდეს - თუ ცოლი წინდების გასარეცხად და სამზარეულოს დასალაგებლად გინდა, ამისთვის პროფესიონალი უნდა დაიქირავო, თუ ცხოვრების მეგობარს ეძებ, რომელიც შვიდი წლიდან პროფესიაზეა გადამკვდარი, ეს პროფესია არ უნდა წაართვა და მიეხმარო. სიყვარული ისაა, რომ მიეხმარო მას, ვინც შენ გვერდითაა. ვერ ვიტან კამერასთან ასეთ ლაპარაკს, მაგრამ ჩვენი 30-წლიანი ცხოვრება რომ აიღო, ერთი დიდი დღესასწაულია, არ მოგვბეზრებია ერთად ყოფნა, არავინ გვჭირდება დედამიწის ზურგზე…" - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ "ნანუკას შოუში". გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები