"განათლების წყალობით, რუსეთში ლიცეზირებული თამაშების ბაზარი პირველებმა შევქმენით" - ვინ არის მილიონერი გიორგი ჭუმბურიძე, რომელსაც მალტამ “ოქროს პასპორტი“ მისცა - კვირის პალიტრა

"განათლების წყალობით, რუსეთში ლიცეზირებული თამაშების ბაზარი პირველებმა შევქმენით" - ვინ არის მილიონერი გიორგი ჭუმბურიძე, რომელსაც მალტამ “ოქროს პასპორტი“ მისცა

მალტამ 300 პირს, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არიან, "ოქროს პასპორტი" მიანიჭა. საერთო ჯამში, გასულ წელს ინვესტიციების სანაცვლოდ, მალტას მოქალაქეობის მფლობელი 3 ათასზე მეტი ადამიანი გახდა. სიაში შედის როგორც მილიარდერი Forbes- ის სიიდან, ასევე რამდენიმე რუსი ბიზნესმენი.

პასპორტის მიმღებთა შორის მოხვდა კომპანია "ვერტიკალის" აქციონერი და ერთ-ერთი მფლობელი (ფიჭური კავშირგაბმულობის აღჭურვილობის ინფრასტრუქტურის ოპერატორი) გიორგი ჭუმბურიძე.

"ოქროს პასპორტი"

ევროკავშირის წევრი ქვეყანა"ოქროს პასპორტებს" 2013 წლიდან გასცემს. პროექტი ბიზესმენების მოზიდვას და ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებას ისახავს მიზნად.

"ოქროს პასპორტის" მისაღებად საჭიროა მალტის ეროვნულ საინვესტიციო ფონდში 650 ათასი ევროს შეტანა, 150 ათასი ევროს ეკონომიკაში დაბანდება, მალტაში უძრავი ქონების ფლობა. იმისთვის, რომ მოქალაქეობა ოჯახის წევრებმაც მიიღონ, შვილებისთვის და მეუღლეებისთვის დამატებით გადასახადია 25 ათასი ევრო, მშობლებისთვის კი 50 ათასი ევრო.

"ოქროს პასპორტები" ევროკავშირის ქვეყნებს - მალტას, კვიპროსს (2020 წლის 1 ნოემბრამდე), ბულგარეთს და სხვა ქვეყნებს ეკონომიკის გავითარების საშუალებას აძლევს. მაგალითად, მოქალაქეობის გაყიდვამ მალტას შვიდი წლის განმავლობაში 1,4 მილიარდი ევრო მოუტანა. თუმცა ბოლო წლებში "ოქროს პასპორტების" პროგრამა კრიტიკის საგანი გახდა. 2019 წელს ევროკომისიამ მოამზადა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ "ოქროს პასპორტის" პროგრამები ქმნის ფულის გათეთრების, კორუფციისა და გადასახადებისგან თავის არიდების რისკებს.

კვიპროსმა პროგრამის გაუქმება 2020 წლის ნოემბერში გადაწყვიტა, გარდა ამისა, ქვეყანამ დაიწყო მოქალაქეობის ჩამორთმევა მათთვის, ვინც ადრე შეიძინა.

ვინ არის გიორგი ჭუმბურიძე, რომელმაც "ოქროს პასპორტი" მიიღო? გააგრძელეთ კითხვა