"ქართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, ადგილიდან უძრაობაა, საკუთარი ეზოს ჭიშკრის ზღურბლს გადაბიჯების სურვილის უქონლობა"
"ქართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, ადგილიდან უძრაობაა, საკუთარი ეზოს ჭიშკრის ზღურბლს გადაბიჯების სურვილის უქონლობა"
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის "სოფლიდან ჩამოსულობისა" და "ადგილიდან უძრაობის" თემაზე საუბრობს:

"არავის პასუხად, არავის საკრიტიკოდ, უბრალოდ ჩემ აზრს გეტყვით, - ქართველის ნაკლი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, სულ პირიქით, სწორედ ადგილიდან უძრაობაა, საკუთარი ეზოს ჭიშკრის ზღურბლს გადაბიჯების სურვილის უქონლობა, სამყაროს გაფართოების შიში და ახლის გაცნობის უუნარობა, შემდეგ ამ ახლის შეყვარების და თავის გამოცდილებებში ჩართვის ნიჭის არქონა. "სოფელი ცარიელდება" - არასწორი ფორმულირებაა.

21-ე საუკუნეში სოფლებში
დიდი მოსახლეობა ვეღარ იცხოვრებს და არც ჩვენი სოფლებია იმხელა, რომ ყოველ სოფელში ათასობით ადამიანი ცხოვრობდეს, და არც ჩვენი ქვეყნის პოპულაციაა იმხელა, რომ ყველგან ბევრი ვიყოთ. სოფელს კი არა, ქალაქებსაც აკლია ადამიანური რესურსი, საიმისოდ, რომ ქალაქად იწოდებოდეს და საკმარისად განვითარდეს. მსჯელობა უნდა იყოს ყოველი ჩვენი სოფლის
სპეციფიკურ პოტენციალზე, ტურიზმის, ფერმერობის და სხვა შესაძლებლობებზე, რომელ მხარეში რა შეიძლება გაკეთდეს და ამას არ სჭირდება მილიონობით მაცხოვრებელი. სოფლის მშენებლები, შესაძლოა პირიქით, ქალაქიდან სოფლისკენ მიბრუნებული, ახალი ტექნოლოგიების მცოდნე ხალხი აღმოჩნდეს. მოკლედ, ვფიქრობ, ადგილები უნდა ჩავანაცვლოთ ხშირად ამ ჩვენს ერთიციცქნა ქვეყანაში. მოძრაობას რაც შეეხება, სოფლებიდან ქალაქში კი არა, 20 წლის ასაკიდან მოყოლებული, ფეხდაფეხ უნდა მოიაროს ყველა ქართველმა დედამიწა. საზღვრები საბედნიეროდ ღიაა. მოიარონ და დაბრუნდნენ.

აბა, ისაა საქმე, ზღვაზე გასასვლელის მქონე ქვეყნის მოსახლეობა სასეირნო ნავებსაც რომ არ ამზადებდა და კოჭებსაც არ ისველებდა წყალში? მოკლედ, აღსდექ საქართველო და იმოგზაურე, ეძებე ბედი ყველგან და ყველაფერში. არავინ მოგატყუოთ, რომ ლობიოს თესვაა თქვენი ოჯახების საუკუნო მოვალეობა. აცადეთ ბავშვებს, იოცნებონ მარსზე ცათამბჯენების აშენებაზე და ვისაც ლობიოს ფასი არ მოსწონს, დათესოს აივანზე, ქოთანში. და ნუ, ეს უკვე ხუმრობით, - სიამოვნებით შევისყიდიდი 2 მილიონ ფერად-ფერად ბავშვს და ჩამოვარიგებდი კარგ და კეთილ ოჯახებში და ყოველ ახალ წელს, ერთ დღეში 2 მილიონით გავზრდიდი მოსახლეობას. რამდენიმე წელი რამდენიმე პარტია 2 მილიონი ბავშვი რომ შემესყიდა, ხუთწლედში რარიგ მოვყოჩაღდებოდით დემოგრაფიულად, ხომ წარმოგიდგენიათ.

გირჩელებს რომ ბავშვების გაყიდვაზე უჭირავთ თვალი, წელს იქნებ შესყიდვაზე ორიენტირებული გახდნენ. ოღონდ პამპერსიანი ბავშვები რთული მოსავლელია, 3 წლიდან არის ბავშვი საჩუქარი. რა გაჩუქო ახალ წელს? - ორიოდე კორეელი ბავშვი!!! ან - ვოცნებობ პატარიკა და-ძმა ვიკინგზე და ეგეთები. ტორტში ჩასკუპებულ შოკოლადის ბავშვს რომ მოგართმევენ აფრიკიდან, უკეთესი რა უნდა ინატრო. დანარჩენი ბავშვები ჩვენით გავაჩინოთ, რამდენსაც შევძლებთ და ვიქნებით ანჯელინა ჯოლები და ბრედ პიტები და იმდენი გავხდებით, რომ ხლაპუშკას რომ გაისვრიან ჩვენი ფერად-ფერადი ბავშვები და მათი ქართველი საყვარელი მამები ორ-ორჯერ წელიწადში, თურქეთი ბოსფორის სრუტეს თავის ნებით გვაჩუქებს და რუსული ჯარი გაიქცევა შიშისგან" - წერს ნათია ფანჯიკიძე.
qeti
15 იანვარი 2021 19:27
არც ლობიოს თესვაა - ქართველების საუკუნო მოვალეობა! რას ერჩით ამ ქალბატონს?
თანამედროვე მსოფლიოს ტენდენციებიდან გამომდინარე - საღად მსჯელობს!
ეკა
15 იანვარი 2021 18:37
ჩვენ ვიმოგზაუროთ და ჩინელებმა დაამუშაონ ჩვენი მიწები,მოსავალი მოიᲧვანონ და ჩვენ?!ხილის საყიდლად რომ ჩაიყოფ ხელს და იქ დიდი ნახვრეტი დაგხვდება,მერე მიხვდები,რომ ლიბიოც თავად უნდა მოგეყვანა და საზამთროც! პარაზიტობა სხვა კი არაფერია ჩემო ქალბატონო,შენ რომ არ შრომობ და სხვისი ნაშრომი რომ გინდა იყიდო,ესაა!მაგრამ რითი?!ოფისში მცონარობით ქვეყანას ვერ დააპურებ!
რეალობა
15 იანვარი 2021 13:43
ეს მე ჭკვიანი მეგონა .....

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები