თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს - რას აცხადებს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი?
თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს - რას აცხადებს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი?
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარის მამას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი გაუუქმეს, - აღნიშნულის შესახებ მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც რამიშვილი განმარტავს, ჯუმბერ ბაჩალიაშვილს სტატუსი 23 დეკემბერს, მას შემდეგ გაუუქმეს, რაც პროგრამისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყდა.

რამიშვილი ხვალ, გენერალურ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს მოთხოვნით, გაუქმდეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ჯუმბერ ბაჩალიაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლე აღარ არის და ამასთან, საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები