"ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია ჩემი შვი­ლი, ერთი... მე­ო­რე - არა, იმი­ტომ რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობს კო­ვიდ­ზე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვია ჩემი ცოლი" - კვირის პალიტრა

"ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია ჩემი შვი­ლი, ერთი... მე­ო­რე - არა, იმი­ტომ რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მუ­შა­ობს კო­ვიდ­ზე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვია ჩემი ცოლი"

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს, სადაც მან თქვა, რომ " ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში".

მისი ინფორმაციით, ჩვეულებრივ ადამიანებში ისინი იგულისხმა, ვინც რისკ ჯგუფში არ შედიან.

როგორც იმნაძე ამბობს, განაწილებულია ჯგუფები, რომლებიც ქვეყანაში ვაქცინის შემოსვლის შემდეგ აიცრებიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილმ განმარტა, რომ პირველ ჯგუფში იქნება სამედიცინო პერსონალი, მეორე ჯგუფშია მოხუცებულთა თავშესაფრები და მათი პერსონალი, მესამე ჯგუფია 75 წელს გადაცილებულები, მეოთხეში - 65 წელს გადაცილებულები.

"დღეს რომ ვთქვი ეს (ჩვეულებრივი ადამიანები) ერთი ამბავი ატყდა, ახლა ასე დავარქმევ, ვისაც ეწყინა რომ ჩვეულებრივია, არარისკჯგუფის ადამიანებისთვის ვაქცინა სადღაც შემოდგომაზე იქნება.

თქვენც ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, რომელიც არ ხართ რისკ ჯგუფში. ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი შვილი, ერთი... მეორე – არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე, ჩვეულებრივია ჩემი ცოლი, ჩვეულებრივები არიან ჩემი შვილიშვილები, მაგრამ არ არიან ის ადამიანები, რომლებიც კოვიდზე ყოველდღე მუშაობენ.. ისინი უნდა აიცრან პირველი. ალბათ, ამაში ვერავინ მოგვედავება." – თქვა პაატა იმნაძემ "ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, დღეს იმნაძემ "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, რომ "ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვაქცინაცია სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი".

"ინტერპრესნიუსი"