"სულ ტყუილად მიდიოდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა - თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი"
"სულ ტყუილად მიდიოდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა - თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი"
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც შეზღუდვებთან დაკავშირებულ საკითხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი:

"უკვე საკმარისი დრო გავიდა იმის დასამტკიცებლად, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. სოციალურ ქსელში სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა.
ასე რომ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი. არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება მგონია გამართლებული. შეუძლებელია ჩვეულებრივ
დღეებში იმდენი ადამიანი გაეშუროს სავაჭრო დაწესებულებებისკენ, რამდენიც დეკემბრის ბოლოს იყო. ცალკეულმა ადამიანებმაც და ბიზნესმაც ყველა პირობა შეასრულეს. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ტრანსპორტს, კარგა ხანია ვიმეორებ, რომ უნდა გამონახულიყო გზები (და ამისთვის საკმაო დრო გვქონდა), რომ ავტობუსების რაოდენობა დამატებულიყო, რითაც დისტანციის დაცვის
შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ასევე, თითო ავტობუსზე მომხდარიყო ერთი ისეთი კონტროლიორის უზრუნველყოფა, რომელიც ნამდვილად გაუწევდა ზედამხედველობას წესების დაცვას. ასე ავირიდებდით თავიდან ამ ერთ-ერთ ყცველაზე მტკივნეულ შეზღუდვას, რაც ზუსტად იმ სეგმენტს აზარალებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს" - წერს ბუწაშვილი.
მანჩო
16 იანვარი 2021 16:00
როგორც გსურთ ისე ჭრით და ისე კერავთ!
სება
16 იანვარი 2021 08:26
ეეხ ჩემო პუტკუნიკო, რომ ვერ გააგებინეს, ვერ შეაგნებინეს და გაააკონტროლეს ვისაც არ სჯერა ვერ დააჯერეს იმიტომ ჩაკეტეს ბარე ორი ქვეყანა და კიდევ ჩაკეტავენ ამ წლის ბოლომდე ისე გარეკა ხალხმა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები