"ასე დას­რულ­და უთან­ხმო­ე­ბა ბუკნარში - ქრის­ტი­ა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მუს­ლი­მი მოს­წავ­ლე"
"ასე დას­რულ­და უთან­ხმო­ე­ბა ბუკნარში - ქრის­ტი­ა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მუს­ლი­მი მოს­წავ­ლე"
ბუკ­ნარ­ში მუს­ლი­მი თე­მის, ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და. მხა­რე­ებს შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გა.

შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის გა­ნა­ცხა­დე­ბით, ის რაც ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბო­და, ეს იყო პრო­ვო­კა­ცია. შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­თა თქმით, მათ გა­სა­ყო­ფი არა­ფე­რი აქვთ და თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში უნდა გა­აგ­რძე­ლონ.

"მი­ხა­რია, რომ ის ინ­ცი­დენ­ტი, რაც რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სრუ­ლად აღ­მო­ი­ფხვრა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, მუს­ლი­მე­ბი და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი აცხა­დებ­დნენ, ერ­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ პრო­ვო­ცი­რე­ბულ­მა ფაქ­ტმა მი­ი­ღო საკ­მა­ოდ მა­ხინ­ჯი გან­ვრცო­ბა და ეს დღე­ე­ბი იყო
სა­მარ­ცხვი­ნო ფურ­ცე­ლი ჩვე­ნი სოფ­ლის­თვის. და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ე­ბად წო­დე­ბულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა გა­უც­ვა­ლეს ერ­თმა­ნეთს თა­ვი­ან­თი მო­საზ­რე­ბე­ბი, კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­სი­რეს, რომ მათ გა­სა­ყო­ფი არა­ფე­რი აქვთ და გრძელ­დე­ბა მე­გობ­რუ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა," - აცხა­დებს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ნინო წი­ლო­სა­ნი.

დე­პუ­ტა­ტი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­ურ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

"ასე
დას­რულ­და გუ­რი­ა­ში, სო­ფელ ბუკ­ნარ­ში უთან­ხმო­ე­ბა. ქრის­ტი­ა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მუს­ლი­მი მოს­წავ­ლე..." - წერს ნინო წილოსანი.



მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები