პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა
პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა
ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან "ინტერპრესნიუსს" აცნობეს, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება.

გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.

დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება.

ამასთან, ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის
მიმართულებით იდგმება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა

"ინტერპრესნიუსი"

S.K.K.
17 იანვარი 2021 19:45
რამ სიგრძე ცხვირები აქვს მეგრელების უმეტესობას. აიღეთ ფეხბურთის ნაკრები. მეგრელებს ნუ გეწყინებათ, ცოლი მყავს მეგრელი, ულამაზესი. თუ არ გამოდებთ, თქვენ მაინც იღადავეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები