"ვაქცინა იქნება რამდენიმე,ანუ ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება"
17-01-2021
"ვაქცინა იქნება რამდენიმე,ანუ ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება"
ვაქცინაციის გეგმა მოიცავს ყველა შესაძლებლობას, რაც კი შეიძლება იყოს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გეგმა არის იმის მიხედვით თუ რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.

"გეგმა მოიცავს თუ როგორ და რანაირად უნდა მოხდეს ადგილზე ვაქცინაცია და შესაბამისად ეს გეგმა არის იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაში, ანუ აქ არის
-80-იანი ვაქცინაც გათვალისწინებული, -20 გრადუსიანიც და ჩვეულებრივი ტემპერატურიანი ვაქცინაც. ანუ გეგმა მოიცავს ყველა შესაძლებლობას, რაც კი შეიძლება იყოს ვაქცინაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილეს ვაქცინაციისთვის სამიზნე და პრიორიტეტული ჯგუფები.

“გეგმა დამტკიცებულია, დღეს ზუსტდება გარკვეული
დეტალები იმისთვის, რომ საბოლოო სახით მოხდეს გეგმის ფორმალიზაცია მომდევო კვირაში. განიხილება გეგმის თანახმად სამიზნე ჯგუფები, პრიორიტეტული ჯგუფები და ასევე ყველა ის ვაქცინა, რომლის მოზიდვა და გამოყენებაც მოხდება ქვეყანაში - ასეთი ვაქცინა იქნება რამდენიმე, ყველა ის ვაქცინა, რომელსაც ექნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია. გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

"ინტერპრესიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ პროკურატურის გადაწყვეტილებას - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს?
თვის კითხვადი სტატიები