"ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, აი ამას კი არ ვე­ლო­დი! რე­ებს წერთ ან თქვენ, ან თქვე­ნი მრევ­ლი?! - რატომ გააკრიტიკეს ბიძინა კულუმბეგოვი
"ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, აი ამას კი არ ვე­ლო­დი! რე­ებს წერთ ან თქვენ, ან თქვე­ნი მრევ­ლი?! - რატომ გააკრიტიკეს ბიძინა კულუმბეგოვი
იმუ­ნო­ლოგ-ალერ­გო­ლო­გი, ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ემო­ცი­ურ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს:

"ინ­გლის­ში, სოლსბე­რის კა­თედ­რა­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მთა­ვა­რი ლო­კა­ცი­აა. აი, ტაძ­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ესაა! "ღმერ­თო, ღმერ­თო! ეს ხმა ტკბი­ლი, გა­მა­გო­ნე ჩემს მა­მულ­ში!"" - წერს ექი­მი ფო­ტო­ე­ბის აღ­წე­რა­ში.


ბი­ძი­ნა კუ­ლუმ­ბე­გო­ვის პოსტს კო­მენ­ტა­რებ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ზოგი ეთან­ხმე­ბა ალერ­გო­ლოგს, ზოგი კი მწვა­ვედ აკ­რი­ტი­კებს მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

"ძა­ლა­ინ ბევ­რს უკ­ვირს და სა­ნამ არ ვნა­ხე, ვერც მე წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ინ­გლის­ში ტაძ­რებს აქი­რა­ვე­ბენ სხვა­დას­ხვა ივენ­თის მო­სა­წყო­ბად, ატა­რე­ბენ სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებს, ღო­ნის­ძი­ე­ბებს,
სა­ბავ­შვო გა­სარ­თო­ბი ხა­სი­ა­თის შეკ­რე­ბებს... ჩემი თვა­ლიც მი­ეჩ­ვია და ვერ ვხე­დავ ამა­ში რა­ი­მე უარ­ყო­ფითს, იჯა­რი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხა ისევ იმ ტა­ძარს ან რა­ი­მე ქველ­მოქ­მე­დე­ბას ხმარ­დე­ბა".

"ასე­თი ნა­ბი­ჯი ალ­ბათ იმ რა­დი­კა­ლი ან­ტი­ვაქ­სე­რე­ბის­თვის გა­და­იდ­გა, ვინც ღმერ­თის და რე­ლი­გი­ის არ­გუ­მენ­ტით ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას. ეკ­ლე­სია აპპროვეს-ო. მხო­ლოდ გან­ცხა­დე­ბე­ბი არ იყო ალ­ბათ საკ­მა­რი­სი.
ძა­ლი­ან კარ­გი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა".

"წმინ­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, ახალ­გაზ­რდუ­ლი ცენ­ტრი რომ არის, იქ რომ მო­ე­წყოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პუნ­ქტი, ცუდი იქ­ნე­ბა? ის უზარ­მა­ზა­რი ტე­რი­ტო­რია რომ გა­მო­ი­ყე­ნონ ამ საქ­მის­თვის, თან ეს იქ­ნე­ბა დას­ტუ­რი იმი­სა, რომ ეკ­ლე­სია ხელს არ უშ­ლის ხალ­ხს, ნე­ტავ ასე­თი კურ­თხე­ვა გას­ცენ, ბევ­რს წა­ად­გე­ბა სა­სი­კე­თოდ".

"ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, აი ამას კი არ ვე­ლო­დი! რე­ებს წერთ ან თქვენ, ან თქვე­ნი მრევ­ლი?! სა­ხელ­მწი­ფო და მსოფ­ლიო ჯან­მო არ იღებს თა­ვის თავ­ზე ამ ვაქ­ცი­ნის უკუ ჩვე­ნე­ბებს და თქვენ გინ­დათ ეკ­ლე­სი­ას აჰ­კი­დოთ ეგ ცოდ­ვა?! თქვენ რას და ვის და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებთ ვხე­დავთ უმე­ტე­სო­ბა, მაგ­რამ ეს ხალ­ხი რამ და­აშ­ტე­რა აზ­როვ­ნე­ბის უნა­რიც რომ და­კარ­გეს?! ხვალ ოპე­რა­ცი­ე­ბი აკე­თე­თეთ, ზეგ ფეხ­ბურ­თი ითა­მა­შეთ, მა­ზეგ რეს­ტორ­ნად გა­მო­ი­ყე­ნეთ უფ­ლის სახ­ლი და აი, ამას მორ­წმუ­ნე­ე­ბი თუ მო­გი­წო­ნებთ, მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ! ყვე­ლა­ზე ცუდი სტა­ტუ­სი, რაც ბო­ლოს მი­ნა­ხავს!"


"ეკ­ლე­სია ყვე­ლა ადა­მი­ანს იღებს თა­ვის წი­აღ­ში რომ ღმერ­თს და­ა­კავ­ში­როს და არა ეს გა­ურ­კვე­ვე­ლი ვაქ­ცი­ნა გა­უ­კე­თოს. ვინ აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ამ ვაქ­ცი­ნე­ბის ავ-კარ­გი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მაა. ასე ხე­ლა­ღე­ბით ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია".

"თავი რომ და­ვა­ნე­ბოთ ყო­ველ­გვარ თე­ო­რი­ებს და რე­ლი­გი­ურ შე­ხე­დუ­ლე­ბებს, ცნო­ბი­ლია რომ ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა ამ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად და თქვენ ასე თა­მა­მად რო­გორ მო­უ­წო­დებთ ადა­მი­ა­ნებს?! თან ეკ­ლე­სი­ა­ში ამის გა­კე­თე­ბა, ცი­ნიზ­მის ფორ­მაა ეტყო­ბა ერ­თგვა­რი".

"ერთი ვაქცინა მაინც გვითხარით რომელიც ადრე ეკლესიაში გაკეთებულა და ამხელა აგიტაცია და სპექტაკლები დაჭირვებიათ!"...

"ვაქცინებს აბორტების ნარჩენებისგან ამზადებენ და ეს ჩემი მოგონილი არაა, რომის პაპის განცხადებაა..."

"რა­ტომ არ მოგ­წონთ, ძა­ლი­ან კარ­გია, მე ძა­ლი­ან მომ­წონს, ბი­ძი­ნა ექი­მო, მარ­თა­ლი ხართ, ზუს­ტად ეკ­ლე­სი­აა, სა­დაც ხელი უნდა გა­მო­გი­წო­დონ. წარ­მა­ტე­ბე­ბი, უფ­ლის მად­ლი შე­გე­წი­ოთ, თქვე­ნა­ირ უძ­ლი­ე­რეს, უნი­ჭი­ე­რეს უკე­თილ­შო­ბი­ლეს ადა­მი­ანს და ექიმს, ჰყავს მტრე­ბი, რომ არ გყავ­დეთ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თქვენს გა­ნათ­ლე­ბას ვე­რა­ფერს და­აკ­ლე­ბენ, უბ­რა­ლოდ სა­ცო­და­ვე­ბი არი­ან, ერის სა­ა­მა­ყო ადა­მი­ა­ნი ხართ, თავ­მდამ­ბა­ლი და ადა­მი­ან­თა ჭეშ­მა­რი­ტი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, უფალ­მა დაგ­ლო­ცოთ".


Თამარი
18 იანვარი 2021 08:37
ვიᲗომ მეტი ადგილი არ მოიᲫებნებოდეს საქარᲗველოᲨი ვაქცინის გასაკეᲗებლად, ისე აქაქანდა ზოგიერᲗი ეკლესიაᲗმოᲫულე კომენტარებᲨი.ბატონმა ბიᲫინამ ᲗვიᲗონ ვაქცინის კეᲗების პროცესზე გამოᲗქვა ნატვრა და არა იმაზე, რომ ეკლესიაᲨი კეᲗდება.
ამირანი
18 იანვარი 2021 07:22
ბიძინა ფერშალო, არ გადაამლაშო თორემ ალბათ ვნახავთ შენს ბუმბულს გაშლილს-გაფანტულს ველადა
რრრ
18 იანვარი 2021 04:18
დიდი ხანია ვწერ კულუმბეკოვის გადასწყვეტი რო გახდა სახელმწიფომ რა უნდა ქნას და რა არა, და ხალხმა რა უნდა ქნას ამის აზრით და ასეთების მიტო გაქვთ საქმე, კარგად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები