"გენიალური მონოლოგი არის ეს! დედის მიერ დაწესებული უმაღლესი თამასა მან აიღო - ჯულიეტა წავიდა, დარჩა გიორგი გაბუნია" - ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას მონოლოგმა აატირა - კვირის პალიტრა

"გენიალური მონოლოგი არის ეს! დედის მიერ დაწესებული უმაღლესი თამასა მან აიღო - ჯულიეტა წავიდა, დარჩა გიორგი გაბუნია" - ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას მონოლოგმა აატირა

"მინდოდა, თქვენთვის მეჩვენებინა, რა არის გენიალური მონოლოგი" - ნიკა გვარამია გიორგი გაბუნიას მონოლოგმა აატირა

"მთავარი არხის" ეთერში ტელეწამყვანმა ნიკა გვარამიამ თავის მონოლოგში ემოციები და ცრემლები ვერ შეიკავა და გიორგი გაბუნიას მონოლოგს ასე გამოეხმაურა:

"ცნობილი ვარ ჩემი მონოლოგებით, მაგრამ გენიალური არის ეს, სტანდარტი არის ეს, ლეგენდარული ჯულიეტა ვაშაყმაძის შესახებ, ლეგენდარულმა გიორგი გაბუნიამ ისაუბრა. გიორგიმ შეძლო მთავარი - დედის მიერ დაწესებული უმაღლესი თამასა მან აიღო. ჯულიეტა წავიდა, დარჩა გიორგი გაბუნია. გიორგი ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩაკეტილი ადამიანია და მე ამის ნახევარი არ გამიგია მისგან არასდროს, რაც მან ახლა მოყვა მთელი საქართველოს გასაგონად... იმ ღამეს, როდესაც ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა, გიორგიმ იცოდა, რომ დედა ძალიან ცუდად იყო, მაგრამ სხვამ ეს არავინ ვიცოდით. გიორგი "პროდაქშენის" დირექტორია, ჩემი მოადგილე და მთელი დღე ჩემს გადაცემას ვიღებდით, "ჯორივით" იშრომა, არც ერთი სიტყვა არ დასცდენია და როცა დავიშალეთ, არც ვიცოდი, სად წავიდა...

როცა გავიღვვიძე, დილის ხუთ საათზე მოწერილი დამხვდა - ნიკა, დედა გარდამეცვალაო... 2004 წელს, მეც გარდამეცვალა დედა, ის არ იყო ჯულიეტა ვაშაყმაძე, მაგრამ ჩემთვის, ყველაფერი იყო. მე ვიცი, ეს რა საშინელებაა... დედის გარდაცვალების შემდეგ, მე ნახევარი ადამიანი ვარ... ამ გენიალურმა მონოლოგმა სრულიად წამშალა..." - ისაუბრა ნიკა გვარამიამ თავის მონოლოგში.

იხილეთ ვიდეო: