"სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება არის საკმარისი და შესაძლოა, საკმარისზე მეტი - ხელფასის ზრდას ჩვენ სამინისტროს დონიდან არ ვარეგულირებთ"
"სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება არის საკმარისი და შესაძლოა, საკმარისზე მეტი - ხელფასის ზრდას ჩვენ სამინისტროს დონიდან არ ვარეგულირებთ"
ანაზღურება არის საკმარისი და შესაძლოა, საკმარისზე მეტი იმისთვის, რომ ეფექტური და ხარისხიანი სერვისი აწარმოონ კლინიკებმა, თუმცა ეს მექანიზმი ექვემდებარება გადახედვას,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრა იგეგმება.

"სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დანამატი, რომელიც იყო გათვალსიწინებული, ამოქმედდა ნოემბრის თვიდან, შემდეგ პროგრამაში წელსაც შესაფერისი ანაზღაურება სამედიცინო პერსონალისთვის რა თქმა უნდა,
არის. აქ დანამატების მექანიზმი არის ძალიან მკაფიო და პროცესი უნდა გაგრძელდეს ისე, როგორც არის მთავრობის დადგენილებაში და პროგრამაში განსაზღვრული, კონკრეტულ დაწესებულებებთან დაკავშრებით დამატებითი ინფორმაცია, რომ სადმე პერსონალმა დანამატი ვერ აიღო, არ მაქვს, ასე რომ, ვერ დაგიდასტურებთ.

კონკრეტულად ხელფასის ზრდას ჩვენ სამინისტროს დონიდან არ ვარეგულირებთ, სამინისტრო განსაზღვრავს ანაზღაურებას და ბაზისური
ხელფასები რაც იყო დადგენილი, იმას დაემატა ბაზრის კვლევიდან გამომდინარე 50% დანამატის სახით, დანარჩენი ყველაფერი კლინიკების დონეზე რეგულირდება. თუმცა, ანაზღაურების ოდენობა კოვიდის პროგრამის ფარგლებში არის საკმაოდ მოცულობითი, ეს არის საკმარისი იმისთვის, რომ კლინიკამ დაფაროს არაპირდაპირი ხარჯები და ასევე პირდაპირი ხარჯი ანაზღაურდება სრულად ფაქტიური დანახარჯების მიხედვით ანუ ეს არის საკმარისი და შესაძლოა, საკმარისზე მეტი ანაზღურებაც იმისთვის, რომ ეფექტური და ხარისხიანი სერვისი აწარმოონ კლინიკებმა, თუმცა, ეს მექანიზმი ექვემდებარება გადახედვას და ჩვენ მიმდინარე პერიოდში ვგეგმავთ კლინიკებთან შეხვედრას იმასთან დაკავშირებით, რომ დაიხვეწოს მექანიზმი და გრძელვადიან პერსპექტივაში, როცა აღარ გვექნება იმის საჭიროება, რომ მობილიზაციის თანხა წინასწარ გადავიხადოთ და როგორც იცით, სამინისტრო იხდის წინასწარ გარკვეულ ოდენობას იმისთვის, რომ საწოლი იყოს თავისუფალი, მზადყოფნაში და გამოყენებული მხოლოდ კოვიდის მიზნებისთვის. ეპიდემიის მართვასთან ერთად ამის საჭიროება აღარ იქნება, ამდენად მექანიზმიც სავარაუდოდ, უნდა შეიცვალოს," - განაცხადა გაბუნიამ.


"ინტერპრესნიუსი"

ალექს
18 იანვარი 2021 19:03
ამერიკელი ექიმი იძახის არასაკმარისიაო და ჩვენი უკვე მეტიცაა ? ბევრი შენნნაირი სოციალუეკონომიკურ საპასუხისმგებლო პოსტებზე არასაკმარისი ხელფასით გვენახოს !

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები