"არსებობს მონახაზები, რომ ერთბაშად არ მოხდეს შეზღუდვების შემსუბუქება და ეს იყოს ე.წ. ეტაპობრივი" - კვირის პალიტრა

"არსებობს მონახაზები, რომ ერთბაშად არ მოხდეს შეზღუდვების შემსუბუქება და ეს იყოს ე.წ. ეტაპობრივი"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა არა ერთბაშად, არამედ ეტაპობრივად მოხდება. მისი თქმით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს ქვეყანაში ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმის შემუშავება დაავალა.

"არის ასეთი დავალება პრემიერ-მინისტრის, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრომ, როგორც გაზაფხულზე ქვეყანამ შეიმუშავა ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, ასეთი გეგმა ამ ორი დღის განმავლობაში შეიმუშავოს. პრინციპში, მისი მონახაზები არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ე.წ ეტაპობრივი. ვთქვათ, ერთი კვირა ან ორი კვირა გაიხსნება, რომელიღაც ბიზნესი, დაკვირვება მოხდება, რას მოიტანს ეს, რა შედეგს და დადებითობის მაჩვენებლის, ინციდენტობის ინდიკატორისა და სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება მეორე ეტაპზე რა შემსუბუქდეს და ასე თანდათანობით. პარალელურად, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გაფართოვებულ ტესტირებაზე ხელმისაწვდომობითა და თებერვლის შუა რიცხვებიდან ვაქცინაციასთან ერთად,"- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთანავე, ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნის პროცესი განათლების სექტორიდან უნდა დაიწყოს.

როგორც ის აცხადებს, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებლი 75%-ია და ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ ეს მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში შემცირდება.

"ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რეგულარულად აკეთებს ევროპის ქვეყნების განახლებას. ბოლო გაანხლება იყო 15 იანვრის, სადაც მათ აღნიშნეს დადებითი ტენდენციები. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა უკვე ერთეული გექნებათ და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოხვალთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ რეგულაციების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ნიღბის ტარებას. ასევე გამოვლენა, თუ ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, რომ ერთს ვავლენდით და 2.5-3-ს ვერ ვავლენდით, ეს ჩამოსულია ქვემოთ და ყველა ერთ გამოვლენილზე უკვე 1-1.5 არ ვლინდება.

ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გვაქვს ახალი შემთხვევების და ინფექციის გავრცელების ყოველდღიურად კლების ტენდენცია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ევროპაში სიტუაცია დაძაბულია, მიმოსვლა სერიოზულია. კარგად შეგვიფასა ჰელსმეტრიკის ინტიტუტმა შეზღუდვების ის კომპლექსი, რაც ქვეყანაში მუშაობს - 6 ბალიდან, რაც უმაღლესია, როდესაც ძალიან მკაცრია შეზღუდვები, ჩვენ დღეს დაახლოებით 5 ბალს ვაკმაყოფილებთ. ერთდროულად გვაქვს 16-დან 20-მდე სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება და ერთობლივად ამ შემზღუდავმა ღონისძიებებმა, ასევე ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ადვილად ვავლენთ ახალ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს", - განაცხადა გამყრელიძემ.