"რა ათი ქულა იწე­რე­ბა ჩემ­თვის მო­ლოც­ვა­ში, ან რამ და­ბოღ­მა სტუ­დენ­ტი ბავ­შვი?"-რას წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"რა ათი ქულა იწე­რე­ბა ჩემ­თვის მო­ლოც­ვა­ში, ან რამ და­ბოღ­მა სტუ­დენ­ტი ბავ­შვი?"-რას წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში?

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრელებულ ერთ-ერთ პოსტს ეხმაურება:

"დღეს ანი მარმალიძემ ამცნო ფეისბუქსაზოგადოებას, რომ სტუდენტურ პარლამენტში ბავშვებს მოუწოდებენ მომილოცონ დაბადების დღე და ათი ქულა დაეწერებათ ანუ მინიშნება იმაზეა, რომ ხელოვნურად ვიქმნი კეთილის მსურველთა საზოგადოებას. 156 გაზიარება აქვს ამ პოსტს და 300-მდე "განრისხებული ფეისი".

დიდი მადლობა ყველას, ვინც მომილოცა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მაგრამ მაინტერესებს, ან რა ათი ქულა იწერება ჩემთვის მოლოცვაში, ან რამ დაბოღმა სტუდენტი ბავშვი?", - წერს გია ვოლსკი და ანი მარმალიძის პოსტის "სქრინსაც" აქვეყნებს.

როგორც ანი მარმალიძის "ფეისბუქის" პროფილიდან ირკვევა, ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტია.

წყარო